ბაქო-სუფსის მილსადენიდან ნავთობის ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ბაქო-სუფსის მილსადენიდან ნავთობის ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან, დიდი ოდენობით ნედლი ნავთობის ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ლ. და იაგო კ. სისტემატიურად, ფარულად ეუფლებოდნენ მაგისტრალურ მილსადენში გამავალ ნედლ ნავთობს. ბრალდებულებმა, ქარელის რაიონ სოფელ რუისში, სპეციალური ტენქიკური მოწყობილობებით, მიწის ქვეშ გაიყვანეს 1 კილომეტრი სიგრძის კუსტარული მილსადენი, შემდგომში დააზიანეს „ბრიტიშ-პეტროლიუმის“ საკუთრებაში არსებული ბაქო-სუფსის მაგისტრალი, დაზიანებულ ადგილზე დაამონტაჟეს სპეციალური ონკანი და სისტემატურად ახორციელებდნენ ცენტრალური მილსადენიდან ნედლი ნავთობის გადადინებას მათ საკუთრებაში არსებულ რეზერვუარებში. მოპარული ნავთობის ტრანსპორტირებისას კი ავტომანქანაში არსებულ რეზერვუარებს შენიღბვის მიზნით ფარავდნენ ბოსტნეულით. 

„გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულები მოპარული ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას და დასაწყობებას ახდენდნენ ქალაქ თბილისში, თავჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ძველი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულ რეზერვუარებში, სადაც შემდგომში ახდენდნენ მის გადამუშავებას და სარეალიზაციოდ გამზადებას“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. 

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ათ წლამდე ვადით.

კომპანია "ბადაგონის" მიმართ სასამართლო დავა დასრულდა

კომპანია "ბადაგონის" მიმართ სასამართლო დავა დასრულდა

17 საათის წინ

გიორგი სალაყაიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს. "არ შეიძლება არ ავღნიშნო თანამიმდევრული პოლიტიკა,რომელსაც ატარებს პირადად საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მისი და მისი გუნდი...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341