ბავშვებისთვის დამალული საკვები და სათამაშოები - რატომ ხსნიან ბაგა-ბაღების დირექტორებს

ბავშვებისთვის დამალული საკვები და სათამაშოები - რატომ ხსნიან ბაგა-ბაღების დირექტორებს

"2014 წლის სექტემბრიდან (თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ადმინისტრაციის დანიშვნიდან) დღემდე თანამდებობიდან გათავისუფლდა ბაგა-ბაღის 20-ზე მეტი დირექტორი.“ - ამის შესახებ აიპრესს თბილისის მერიაში განუცხადეს.

ამავე პერიოდში სააგენტოში შეიქმნა მონიტორინგის სამსახური, რომელიც საბავშვო ბაღებს რეგულარულად ამოწმებს.  სწორედ მონიტორინგის პროცესში ბაღში გამოვლინდა ბაღებში მთელი რიგი დარღვევები.

გუშინ, დაკავებული თანამდებობიდან გუშინ კიდევ სამი დირექტორი გათავისუფლდა .

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას თქმით, დირექტორების გათავისუფლების მიზეზი მათზე დაკისრებული ვალდებულებების განმეორებითი დარღვევა გახდა. თემურ თორდინავამ აღნიშნა, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად ბაღებში არაერთი დარღვევა დაფიქსირდა.

მათ შორის დარღვევები უმეტესად კვებისა და საწყობის ბლოკებში აღმოჩნდა. კერძოდ, შემოწმებისას მონიტორინგის სამსახურმა სხვა დარღვევებთან ერთად საკვები პროდუქტების გადამალვის ფაქტებიც დააფიქსირა.

როგორც "აიპრესისთვის" ხდება ცნობილი, დირექტორების გათავისუფლების ძირითადი მიზეზი გახდა საკვები პროდუქტების, სათამაშოების და სამეურნეო საქონლის გადამალვა, კვების პროდუქტების შენახვის პირობების დარღვევა, სან-ჰიგიენური საწყობის შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევები (მაგალითად, სამეურნეო საქონლის დანაკლისი ან მეტობა).

რამდენიმე ბაღის დირექტორმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

როგორც ჩენთვის ცნობილი გახდა, თბილისის ბაღების შესწავლას ახორციელებდა არა მხოლოდ ბაღების სააგენტო, არამედ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური. "აიპრესი" მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს ბადრი გიორგიძეს დაუკავშირდა:

- ბატონო ბადრი, რა ტიპის შემოწმებას აწარმოებთ ბაღებში და რის მიხედვით შეარჩიეთ შესამოწმებელი ობიექტები? 

- ობიექტები შერჩეული იქნა აუდიტის მეთოდოლოგიით განსაზღვრული რისკფაქტორებიდან გამომდინარე. ვსწავლობთ 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში დაფინანსების მოთხოვნის, მიღებისა და გაწეული ხარჯების მიზნობრიობას. ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ რიგ ბაღებში ადგილი აქვს მნიშვნელოვან დარღვევა-ნაკლოვანებებს, კერძოდ: ბავშვთა კვებაზე გახარჯული ათეულობით ათასი ლარის ღირებულების საკვების ზედმეტად ჩამოწერის ფაქტებს, ასევე კვებისთვის მოთხოვნილი თანხები, ბაღის დირექტორებმა სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე გახარჯეს სხვა დანიშნულებით.

- სულ რამდენი ბაღი შეისწავლა აუდიტმა?

- ჯერჯერობით მიმდინარეობს 18 ბაღის შესწავლა, უახლოეს ხანში დაიწერება დასკვნები და რეკომენდაციები, რაც გადაეგზავნება ბაღების სააგენტოს შემდგომი რეაგირებისათვის. ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ ბაღების შესწავლას, მხოლოდ ამ 18 ბაღით არ შემოვიფარგლებით. 

-როგორ ფიქრობთ, ბევრი დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება?

- ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა წინასწარ არსებული მონაცემებით, ზოგიერთ ბაღში ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

52 წუთის წინ

დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ამოღებულია 201 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. "მანოკი", რომლითაც მოქალქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172