ჰოლანდიის ელჩი: ტექნოპარკი ის ადგილია, სადაც შეგიძლია ამბიციები რეალობად აქციო

ჰოლანდიის ელჩი: ტექნოპარკი ის ადგილია, სადაც შეგიძლია ამბიციები რეალობად აქციო

15 მარტიდან ტექნოპარკში ტარდება ტრენინგი, რომელიც საქართველოში არსებული ინოვაციების ლაბორატორიებისა და ფაბლაბების მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.

ტრენინგი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ არის ორგანიზებული და ნიდერლანდების მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით ფინანსდება. ტრენინგ კურსი 3 თვის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. მონაწილეები გაეცნობიან და გაიზიარებენ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მსგავსი ლაბორატორიების გამოცდილებას, რათა მიღებული ცოდნა საკუთარ ლაბორატორიებში დანერგონ.

ტრენინგს უძღვებიან ნიდერლანდებიდან მოწვეული ექსპერტები, ბენილუქსის რეგიონში არსებული ინოვაციების ლაბორატორიებსა და ფაბლაბებში მუშაობის გამოცდილებით.

ტექნოპარკს ჰოლანდიის ელჩი ჯოშ დოუმა ესტუმრა, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ უმასპინძლა. მისი თქმით მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას ინოვაციურ სფეროში.

"ტექნოპარკი არის ის ადგილი სადაც შეგიძლია შენი ამბიციები აქციო რეალობად, ეს სივრცე შეიძლება ნებისმიერი ახალგაზრდისთვის შთაგონების წყარო გახდეს", - განაცხადა ჰოლანდიის ელჩმა.

SOLO და Eastern Promotions, Black Sea Arena-ზე წარმოგიდგენთ ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტს

SOLO და Eastern Promotions, Black Sea Arena-ზე წარმოგიდგენთ ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტს

3 საათის წინ

2017 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი კონცერტი არტისტმა წელს, ზაფხულში გადმოიტანა.შარშან შეძენილი ბილეთებით მაყურებელი Black Sea Arena-ზე შესვლას  შეუფერხებლად შეძლებს. 16 სექტემბრის ბილეთებით შესვლა შესაძლებელია 30 ივნისის კონცერტზე; 17 სექტემბრის ბილეთებით...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054