თამარ ბელქანია: ვდგავარ იქ, სადაც სტუდენტები არიან და მათთან ერთად ვითხოვ პასუხებს

თამარ ბელქანია: ვდგავარ იქ, სადაც სტუდენტები არიან და მათთან ერთად ვითხოვ პასუხებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა თამარ ბელქანიამ „აიპრესთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ის სტუდენტებთან ერთად დგას და იმ კითხვებზე პასუხს ითხოვს, რაც მათ აქვთ.

„მე თუ მკითხავთ, თუ ჩემმა პერსონამ ასეთი დაპირისპირება გამოიწვია, ოღონდ მშვიდობა იყოს, გვერდიდან შევხედავ რა იქნება. ეს ჩემი პირადი დამოკიდებულებაა. რაც შეეხება დანარჩენს, მე უფრო მგონია, რომ ეს სისტემური პრობლემაა, უნდა არსებობდეს მკაფიოდ გაწერილი კრიტერიუმები, რომ ვინ მოდის, რა აქტივით, რა ბექრაუნდით, რა განათლება აქვს, ეს რომ გარკვეული იყოს, სადაოც აღარაფერი იქნება. აქაც, ერთი შეხედვით რომ ვთქვათ, სტუდენტები მონაწილეობდნენ, იქ აკადემიური საბჭოც იყო, სენატიც იყო, მაგრამ თუ ვხედავთ, რომ ისინი არ გამოხატავდნენ სტუდენტების ნაწილის აზრზს, თუნდაც ასი კაცისას, ის ასი კაცი რა, შენი არ არის?! 
მე სტუდენტის პოზიციიდან გამოვდივარ, ხელფასს ხომ იმაში მიხდიან, როგორც ასოცირებულ პროფესორს, რომ სტუდენტს უნდა ვასწავლო. ხოდა, მე სტუდენტს ვასწავლი იმას, რომ საკუთარი უფლება უნდა დაიცვას, ვასწავლი იმას, რომ ანგარიშგასაწევი ძალა უნდა იყოს, ვასწავლი კითხვის დასმას და დასმულ კითხვებზე საჭიროა მკაფიოდ გაცემული პასუხები. თვითონ ეს უნივერსიტეტი არის ძალიან მნშვნელოვანი უმაღლესი სასწავლებელი, კავკასიაში პირველი ეროვნულ ენოვანი, ამიტომ ჩვენ თუ აკადემიურ ნორმას ვგეგმავთ, მაშინ ეს ყველაფერი არასწორია. ვფიქრობ, რექტორსაც და აკადემიურ საბჭოსაც, სენატსაც მოუწევთ ანგარიში გაუწინონ სტუდენტების ნებას, სად ვდგავარ?! ვდგავარ იქ, სადაც კითხვებია,სადაც სტუდენტები არიან, მათთან ერთად ვითხოვ პასუხებს“,- განაცხადა თამარ ბელქანიამ. 

წეროვანში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 13 დაშავდა

წეროვანში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 13 დაშავდა

3 საათის წინ

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის  პირველი ნაწილით დაიწყო. 

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207