მაია ალექსიშვილი: "ჯანდაცვის სისტემის სრულყოფისთვის გამოკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია"

მაია ალექსიშვილი: "ჯანდაცვის სისტემის სრულყოფისთვის გამოკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია"

22 იანვრიდან დაიწყო ,,გლობალური ალიანსისა“ და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი სოციალური ინიციატივა ,,რა გაწუხებთ?“, რომლის მიზანია მოსახლეობის გამოკითხვას ჯანდაცვის საჭიროებებთან დაკავშირებით. 

კლინიკა ,,გიდმედის“ აღმასრულებელი დირექტორი, მაია ალექსიშვილი კამპანიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავარია, გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრის გზებზე იზრუნოს სამინისტრომ.

კითხვარის შევსება ვებ–გვერდზე www.1505.ge და ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებშია ხელმისაწვდომი. ,,ამ სახის გამოკითხვა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, თუ ის მოიცავს ყველა ფენის წარმომადგენელს. თუმცა, მთავარია პრობლემების გამოკვეთის შემთხვევაში სამინისტრომ მათი ეფექტიანად გადაჭრის გეგმა დასახოს და საბოლოოდ, მოაგვაროს კიდეც“.

რაც შეეხება რეფორმებსა და ცვლილებებს ჯანდაცვის სექტორში, ,,გიდმედის“ დირექტორი მიიჩნევს, რომ მოკლე პერიოდში სამინისტრომ ბევრი რამ მოასწრო: ,,პირველ რიგში მახსენდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის წყალობითაც ბენეფიციარებმა წლობით დაგროვილი ჯანმრთელობის პრობლემები მოიგვარეს. გარდა ამისა, გამოვყოფდი ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის შექმნას, რაც ადმინისტრირების პროცესს ძალიან ამარტივებს“- განაცხადა მაია ალექსიშვილმა.

ჯანდაცვის უწყების სამომავლო გეგმებსა და განსახორციელებელ მიზნებს შორის ალექსიშვილი ყველაზე მნიშვნელოვნად საყოველთაო დაზღვევაში წამლის კომპონენტის შეტანას მიიჩნევს რაც, მისი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება მოსახლეობისათვის. გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია წამლის ხარისხის კონტროლის გაზრდა, რაზე მუშაობაც სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს.

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

2 საათის წინ

"თბილისის ყველა კლუბის კარი ღიაა. 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული BASSIANI-ის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. პირველ რიგში უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ელექტრონული...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054