გიორგი კვირიკაშვილი: ვინც შეცდომებს არ უშვებს, ის არაფერს აკეთებს

გიორგი კვირიკაშვილი: ვინც შეცდომებს არ უშვებს, ის არაფერს აკეთებს

ჩვენი მთავრობა ხელისუფლებაში დაძაბული არჩევნების შედეგად მოვიდა. ამ კონფრონტაციულ ფონს კონფრონტაცია ბუნებრივად გაჰყვა თან გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შესაძლოა, ჩვენ ეს პერიოდი უფრო გავახანგრძლივეთ, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ეს შეიძლება, იყოს შეცდომაც, მაგრამ მეორე მხრივ, ბუნებრივი შედეგიც იმისი, თუ საიდან მოვედით ჩვენ",- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა ,გიორგი კვირიკაშვილმა "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის კითხვას, თუ რა მიაჩნია ამჟამინდელი მთავრობის მთავარ შეცდომად.

"ვფიქრობ, რაც დღეს არის გასაკეთებელი ეს არის საზოგადოების მაქსიმალურად დეპოლარიზაცია, გაერთიანება, კონსოლიდაცია, ერთიანი პოზიტიური მიზნების ირგვლივ. ეს არის ჩემი, როგორც პრემიერმინისტრის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, რომ შევძლო იმ ადამიანების მაქსიმალურად მომხრობა ჩვენი საერთო მიზნების გარშემო, რომელთაც საბოლოო პოლიტიკური არჩევანი ჯერ კიდევ არ აქვთ გაკეთებული, ან ჰქონდათ გაკეთებული და გარკვეული იმედგაცრუება ნახეს ამა თუ იმ მიზნების სწრაფად მიუღწევლობის გამო. 

მე არავის დადანაშაულება არ მინდა და სრულად ვიღებ იმ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, წინა პრემიერმინისტრებთან ერთად, ყველაფერზე, რაც ამ ქვეყანაში ხდებოდა. ერთი წამით არ მინდა, ვინმემ მიიჩნიოს, რომ მე განზე ვდგები იმ პროცესებიდან, რომელიც ქვეყანაში ხდებოდა. ჩვენ ერთად გავიარეთ ძალიან მძიმე პერიოდი. მათ შორის მინდა ვთქვა, რომ იმ დაზარალებულ მოქალაქეებთან ურთიერთობა, მათი საკითხების გადაწყვეტა, ზოგი გადავწყვიტეთ, ზოგი ვერ გადაწყდა. ეს იყო ძალიან რთული პერიოდი, როდესაც ძალიან რთული იყო კონცენტრირება უფრო დიდი სტრატეგიული მიზნების გარშემო იმიტომ, რომ მიმდინარე საქმეებსა და ამოცანებს ძალიან დიდი დრო და ენერგია მიჰქონდა. 

ახლა მთავარია, რომ ყველამ მაქსიმალურად შევძლოთ კონცენტრირება პოზიტივის გარშემო, ჩამოვაყალიბოთ და კიდევ უფრო გავამყაროთ ის ხედვა, რომლის ირგვლივაც ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ვიკრებთ. ის რეფორმები, რომლებიც დაანონსდა, მაქსიმალურად წარმატებით უნდა გავატაროთ და ეს მგონია, საქართველოსთვის იქნება საწინდარი ძალიან სერიოზული ნახტომისებური განვითარებისთვის. მე ამის მჯერა“,- განაცხადა კვირიკაშვილმა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

31 წუთის წინ

მთავრობის მეთაურმა პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს ვიზიტისა და ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან საუკუნოვანი ისტორია აღინიშნება პირველი დემოკრატიული...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237