რა საერთო აქვთ კრიშტიანუ რონალდუსა და რონალდ რეიგანს?!

რა საერთო აქვთ კრიშტიანუ რონალდუსა და რონალდ რეიგანს?!

როდესაც ხარ პოპულარული ადამიანი, ყველა ინტერესდება შენი პირადი ცხოვრებით. ცნობის მოყვარე ჟურნალისტები კი აქტიურად ცდილობენ, დააკმაყოფილონ მკითხველისა თუ მსმენელის ინტერესები.

მაიამი ჰიტის მცველი, რეი ალენის ინტერესები და ტალანტი, კალათბურთს სცდება. ყველამ იცის, რომ კარიერის დასაწყისში, მონაწილეობდა სპაიკ ლის ”He Got Game“-ში, მაგრამ იცოდით, რომ იგი კარგად უკრავს ფორტეპიანოზე და აგროვებს ხელოვნების ნიმუშებს?

ყველაზე სწრაფი ადამიანი მსოფლიოში, უსაინ ბოლტი, კომპიუტერული თამაშის, ”ქოლ ოფ დუტის”(“Call of Duty”) სერიოზული მოთამაშეა. იამაიკელი, იმდენადაა ჩართული, რომ ყოველ საღამოს მისი ნახვა, მხოლოდ ვიდეო თამაშშია შესაძლებელი.

9 წლის, პატარა ფილ მიკელსონი, დედას უმტკიცებდა, რომ მოიგებდა ”მასტერს” (“The Masters”) ისევე, როგორც იმავე, 1980 წელს ეს მოახერხა სტივ ბალესტეროსმა. მიკელსონმა, თავისი სიტყვები 24 წლის შემდეგ აასრულა.

კალათბურთი არ არის ერთადერთი სპორტი, რითაც კრის პოლია გატაცებული. კლიპერსის გამთამაშებელს ძალიან უყვარს ბოულინგი. “სიპი3” (“CP3”) ერთ-ერთ ცნობილ შეჯიბრშიც კი იღებდა მონაწილეობას.

როჯერ ფედერერი, ტენისის გარდა ფეხბურთზეცაა შეყვარებული. ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი და როჯერ ფედერერი ახლო მეგობრები არიან. მათ ერთმანეთი, ”ჯილეტის” კომერციული ვიდეორგოლის გადაღებისას გაიცნეს. როჯერის საყვარელი ფეხბურთელი, ასევე ფრანგი, ზინედინ ზიდანია.

რეალ მადრიდის პორტუგალიელ ვარსკვლავს კრისტიანო რონალდოს, მეორე სახელი ”რონალდო”, მისმა მშობლებმა ამერიკის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის საპატივცემულოდ დაარქვეს. რონალდოს სრული სახელია: კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ.

ისევე როგორც თითქმის ყველა სპორტსმენს, ენ ბი ეის ვარსკვლავ ტიმ დანკანსაც აქვს საკუთარი ოფიციალური ვებ-საიტი. თუმცა არცერთ მათგანს არ აქვს ისეთი ორიგინალური დასახელება, როგორც ტიმის საიტს: ”SlamDuncan.com” (Slam Dunk - კალათბურთის ბურთის, კალათში მოთავსების ხერხი. ”ჩატენვა”, ეს არის როდესაც კალათბურთელი, ერთი ან ორი ხელით ხტება ფარზე და აგდებს ბურთს მასში).

ნეტსის დიდი კაცი კევინ გარნეტი, უკვე თითქმის ორი ათწლეულია ენ ბი ეის პროფესიონალი კალათბურთელია. რა არის მისი საიდუმლო? იოგა!!! 2013 წელს მისი ვიდეო განთავსდა იუთუბზე, რასაც 25000-ზე მეტი ჰყავდა ჰყავდა.

ჩვენი დროის საუკეთესო კალათბურთელი, ლოს ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავი კობი ბრაიანტი, 8 წელიწადი იტალიაში ცხოვრობდა. ის ისევე თავისუფლად საუბრობს იტალიურ ენაზე, როგორც მშობლიურ ამერიკულ ინგლისურზე. შავი მამბა გახლდათ პირველი მცველი, რომელიც პირდაპირ ამერიკის უმაღლესი სკოლიდან იქნა დრაფტზე არჩეული.

შესაძლოა ვერასდროს გვეხილა პო გასოლის ზუსტი გადაცემები. ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე. გასოლი სამედიცინო სკოლაში ირიცხებოდა და ექიმობასაც აპირებდა, თუმცა ესპანელი თავის ბავშვობის ოცნებას გაჰყვა და ენ ბი ეის ვარსკვლავიც გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2000 წელს ღამის კლუბში, შელაპარაკების დროს პოლ პირსს კისერი, სახე და ზურგი დაუზიანდა, მას მატჩი არ გამოუტოვებია, მეტიც თამაშში საშუალოდ 25 ქულასაც აგდებდა.

მადრიდის "ატლეტიკო" უეფას სუპერთასის მფლობელი გახდა

მადრიდის "ატლეტიკო" უეფას სუპერთასის მფლობელი გახდა

4 საათის წინ

შეხვედრის პირველივე წუთზე დიეგო კოშტამ "ატლეტიკო" დააწინაურა. 27-ე წუთზე კარიმ ბენზემამ გაქვითა ანგარიში, მეორე ტაიმის მე-18 წუთზე კი სერხიო რამოსმა თერთმეტმეტრიანიდან გატანილი გოლით "რეალი" დააწიანაურა. მეორე ტაიმის დასრულებამდე 11 წუთით...

USD 2.6074
EUR 2.9495
GBP 3.3124
TRY 0.4224