სიონის ტაძარში დღეს, ბაჩანა ბრეგვაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

სიონის ტაძარში დღეს, ბაჩანა ბრეგვაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

ცნობილი ქართველი მეცნიერის, მთარგმნელის და მწერლის ბაჩანა ბრეგვაძის ცხედარს დღეს, 11:00 საათზე სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიონის ტაძარში 12:00-დან 14:00 საათზე ბაჩანა ბრეგვაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

14:00 საათზე კი, ტაძრიდან მის ცხედარს გამოასვენებენ და ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. 
ბაჩანა ბრეგვაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ქართველ მწერალსა და მთარგმნელს გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ფილოსოფიური, ფილოლოგიური შრომებისა და მსოფლიოს ფილოსოფიური, რელიგიური, ესთეტიკური სოციოლოგიური, ისტორიული თუ ლიტერატურული კლასიკის შედევრთა თარგმანების ათეულობით წიგნი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა, დედნების ენიდან არის შესრულებული.

ბაჩანა ბრეგვაძე თარგმნიდა ძველი ბერძნული, ლათინური, იტალიური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, პორტუგალიური, რუსული ენებიდან. მის მიერ შესრულებული და გამოქვეყნებული ძირითადი შრომების გარდა დაბეჭდილი აქვს 70-მდე ნაშრომი: პლატონის, დანტეს, არისტოტელეს, ევრიპიდეს, ჰერაკლიტე ეფესელის, მარკუს ტულიუს ციცერონის, ჯეიმზ დარმსტეტერის, ანატოლ ფრანსის, ლაროშფუკოს, ლუიჯი პირანდელოს, მიშელ მონტენის, ანრი ბერგსონის, ნიკოლოზ ლოსკის, ლაბრიუიერის, ალბერტ შტეკლის, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის, სვამი ვივეკანანდას, მორის რეინალის, შარლ დილის, ნიკოლოზ ბერდიაევის, ემილ ჟებარის, პიერ ტეიარ დე შარდენის, ვერნერ ჰაიზენბერგის თხზულებათა თარგმანები, იტალიური და ესპანური ზღაპრების თარგმანები, წერილები, ესსეები, ლიტერატურის და ესთეტიკის საკითხებზე.

დაჯილდოებულია ღირსების ორი ორდენით (1995 და 2005წ.) სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს ივანე მაჩაბლის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, საბას (ორგზის), და დავით აღმაშენებლის პრემიები.

ქართველი ფილოსოფოსი, მთარგმნელი, მწერალი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2013), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი 1936 წლის 11 თებერვალს, ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში დაიბადა. 

ნაძალადევის რაიონში გზების კაპიტალური შეკეთება გრძელდება

ნაძალადევის რაიონში გზების კაპიტალური შეკეთება გრძელდება

49 წუთის წინ

პროექტის ფარგლებში, მოეწყო წყალარინების ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 2 300 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის...

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273