სალუაშვილმა პარლამენტს ეკლესიების საარჩევნო უბნებად წარმოდგენის ინიციატივით მიმართა

სალუაშვილმა პარლამენტს ეკლესიების საარჩევნო უბნებად წარმოდგენის ინიციატივით მიმართა

"უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლეს"-ს თავმჯდომარე მიხეილ-გელა სალუაშვილმა პარლამენტს საარჩევნო სისტემაში საეპარქიო და სამრევლო საბჭოს შემოღების ინიციატივით მიმართა.

სალუაშვილმა პარლამენტში „საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირა.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საეპარქიო საბჭოს წევრები იქნებიან: მღვდელმთავარნი, ოთხი სასულიერო და ორი საერო პირი. 

სალუაშვილი პარლამენტის წევრთა მაჟორიტარული სისტემის არჩევის ახალი წესის ინიციატივითაც გამოვიდა, რომლის თანახმადაც 73 წევრიდან 34 არჩეული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული ერთეულებიდან, 34 წევრი შესაბამისი ეპარქიებიდან, 5 წევრს კი, საქართველოს პრეზიდენტი დანიშნავს საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების მიერ წარმოდგენილ კანდიდატთაგან. ეკლესია/მონასტრები კი, წარმოადგენენ საარჩევნო უბანს პარლამენტის არჩევნების დროს. 

ამასთან, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების თანახმად, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს უფლებამოსილება მიენიჭება ბათილად სცნოს ეპარქიის ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები. ასევე, წმინდა სინოდის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული დადგენილება და განკარგულება წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივ აქტს.

საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მიუღებლად მიიჩნია. 

კომიტეტს მიაჩნია, რომ კანონპროექტით ხდება ეკლესიის ჩარევა სახელმწიფოს საქმიანობაში და საარჩევნო პროცესებში, რომლის ორგანიზება და ჩატარება უნდა იყოს მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებათა უფლებამოსილება. 

კახიშვილი:ნებისმიერი შეიძლება მოხვდეს ციხეში, მაგრამ სასჯელი ნორმალურ პირობებში უნდა მოიხადოს

კახიშვილი:ნებისმიერი შეიძლება მოხვდეს ციხეში, მაგრამ სასჯელი ნორმალურ პირობებში უნდა მოიხადოს

11 წუთის წინ

"პენიტენციური სისტემა  ერთი მხრივ, უნდა იყოს ჩარჩოებში, ადამიანის უფლებათა სტანდარტებში, მაგრამ ვინაიდან ეს არის სარეჟიმო დაწესებულებები, ბუნებრივია, იქ ასევე პროპორციულად უნდა იყოს დაცული რეჟიმისა და უსაფრთხოების კუთხით სტანდარტები...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212