შსს-მ გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-მ გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ილია გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1979 წელს დაბადებულ, ასევე წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევ, დათო ს-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დათო ს. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ილია გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, გორში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტი ვაკანტურია

შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტი ვაკანტურია

16 საათის წინ

ამ დროისთვის უცნობია ვინ დაიკავებს პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტს. ამირანაშვილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტზე 2017 წელს დაინიშნა.  მანამდე კი ამირანაშვილი, 2015 წელს შსს-ს აჭარის ა/რ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.5558
EUR 2.9154
GBP 3.2556
TRY 0.4193