კახა ცხადაძე: მინისტრის ინიციატივამდე ჩემი კონტრაქტი განხილვას არ ექვემდებარებოდა

კახა ცხადაძე: მინისტრის ინიციატივამდე ჩემი კონტრაქტი განხილვას არ ექვემდებარებოდა

"მინისტრი იქნება თუ ვინც იქნება, პირადი ინტერესები გვერდით უნდა გადადოს და პირველ რიგში, ქვეყანას გაუწიოს ანგარიში", - განაცხადა კახა ცხადაძემ გადაცემა 2030-ში საუბრისას.

"ვადასტურებ კიდევ ერთხელ, რომ ჩემსა და ფედერაციას შორის, მით უმეტეს ლევან კობიაშვილს შორის, კონფლიქტი არ არსებობს. მე უბრალოდ დავუპირისპირდი მინისტრს, რადგან ჩემი მოქმედი კონტრაქტი მინისტრის ინიციატივებამდე, განხილვას არ ექვემდებარებოდა. ტარიელ ხეჩიკაშვილმა გუშინ თქვენთან ეთერშიც განაცხადა, რომ ეს მისი ინიციატივა იყო.

მინისტრს არც ირიბად და არც პირდაპირ არ უნდა ჰქონდეს ზემოქმედება ფედერაციაზე.

ყველაზე მნიშვნელოვანია არ დაზარალდეს ქართული ფეხბურთი, ამ შემთხვევაში ეროვნული ნაკრები.

რამენაირად უნდა მოვახერხოთ, რომ არ დაიშალოს ის ერთსულოვნება, რაც ყველამ დაინახა ამ სიტუაციაში.

მინისტრი იქნება თუ ვინც იქნება, პირადი ინტერესები გვერდით უნდა გადადოს და პირველ რიგში, ქვეყანას გაუწიოს ანგარიში", - განაცხადა კახა ცხადაძემ.

პარლამენტთან ძიუდოისტთა აქცია იწყება

პარლამენტთან ძიუდოისტთა აქცია იწყება

19 წუთის წინ

უკვე 25-ე დღეა, რაც ეროვნული ნაკრების წევრები ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. პარლამენტის შენობასთან, გარდა ძიუდოისტებისა, მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები.

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237