სუმა ჩაკრაბატი: EBRD  საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს

სუმა ჩაკრაბატი: EBRD საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსში ვიზიტის ფარგლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტს სუმა ჩაკრაბატის შეხვდა.

როგორც ჩაკრაბატიმ პრემიერთან შეხვედრაზე განაცხადა: "საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს. ინვესტიციები და და ფინანსური დახმარებების მოცულობა კი 2016 წელს გაიზრდება". 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ქვეყანაში ინვესტიციების ზრდის, კერძო სექტორის სტიმულირებისა და ბიზნესგარემოს განვითარების პერსპექტივები განიხილეს. EBRD-ის პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ გიორგი კვირიკაშვილმა სერ სუმა ჩაკრაბატს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გამოცხადებული ნდობისთვის და იმ ინვესტიციებისთვის, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ახორციელებს.

გიორგი კვირიკაშვილი დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმში იღებს მონაწილეობას. პრემიერმა დავოსში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან და კომპანიის წარმომადგენლებთან.

სემეკმა ბუნებრივი გაზის ტარიფების გეგმიური დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო

სემეკმა ბუნებრივი გაზის ტარიფების გეგმიური დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო

32 წუთის წინ

შპს "გარდაბნის თბოსადგურისთვის", შპს "ჯიფაუერისთვის", შპს "მტკვარი ენერჯისთვის" გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და ელექტროენერგიის წარმოების 2019 წლის ტარიფების დადგენისა და შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული...

USD 2.4479
EUR 2.8660
GBP 3.2462
TRY 0.5052