პირველად საქართველოში, "ჰარვარდის" სტუდენტურ ორგანიზაციასთან ერთად, სასკოლო ოლიმპიადა ჩატარდება

პირველად საქართველოში, "ჰარვარდის" სტუდენტურ ორგანიზაციასთან ერთად, სასკოლო ოლიმპიადა ჩატარდება

ორგანიზაცია Veritas Olympics, რომელიც საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე კომპანიაა და სასკოლო ოლიმპიადებს ორგანიზებას უწევს, საქართველოს მასშტაბით, პირველად საქართველოში, „ჰარვარდის“ სტუდენტურ ორგანიზაციასთან ერთად ატარებს სასკოლო ოლიმპიადას ინგლისურ ენაში, ქართულ ენაში და მათემატიკაში, III-დან XII კლასის ჩათვლით.

Veritas Olympics თანამშრომლობს „ჰარვარდის“ მეწარმეთა ორგანიზაციასთან (Harvard College Entrepreneurship Forum), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა „ჰარვარდში“. მას აქვს 10 წლიანი ისტორია და ჰყავს ასობით წევრი „ჰარვარდის“ უნივერსიტეტიდან.

კლუბმა დიდი წვლილი შეიტანა მრავალი ახალგაზრდა ლიდერის აღმოჩენაში და მათ განვითარებაში. Veritas Olympics მოსწავლეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიადაში,რომელიც თანაორგანიზებულია „ჰარვარდის“ უნივესიტეტის სტუდენტურ ორგანიზაციასთან ერთად.

გამოცდილი გუნდი, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, მაღალი ხარისხის ოლიმპიადას ჩაატარებს. მოსწავლეები შეიძენენ გამოცდილებას, მონაწილეობას მიიღებენ პრესტიჟულ, საერთაშორისო დონის ოლიმპიადაში. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით და ინგლისურენოვანი სერთიფიკატებით.

პატრიარქი "რუსთავი 2"-ს: ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, იმედია, ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდება

პატრიარქი "რუსთავი 2"-ს: ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, იმედია, ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდება

1 საათის წინ

"ჩვენ ვცხოვრობთ უმძიმეს და ურთულეს დრო, როცა სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს, და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთელი საქართველო იყოს სიკეთის მხარეს. სიკეთე ვაკეთოთ და ის სიკეთე დაგვიბრუნდება ჩვენ. მე მინდა."- ბრძანა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237