"მურუსიძის დანიშვნის შემდეგ, ბუტას საქმეზე სამართლიან გადაწყვეტილებას აღარ ველოდები"

"მურუსიძის დანიშვნის შემდეგ, ბუტას საქმეზე სამართლიან გადაწყვეტილებას აღარ ველოდები"

ლევან მურუსიძის თბილისის სააპელაციაო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ დანიშვნის შემდეგ სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი აღარ მაქვს, - ამის შესახებ "აიპრესთან" 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა.

"ისეთი რაღაც მოხდა, რისი იმედი უნდა მქონდეს?! მით უმეტეს, ჩემი შვილის საქმის მოსამართლე მგელიაშილს, აშკარად ჩანს, როგორ მიჰყავს პროცესები. საითკენ მიჰყავს საქმე. ყველაფერს მომავალი გვაჩვენებს. ამ ეტაპზე სამართლის მოლოდინი გამიქრა“, - განაცხადა მეტრეველმა. 

ია მეტრეველმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის განცხადებაზეც გააკეთა შეფაასება და აღნიშნა:

„სამწუხაროდ, არ გამიგია, ლევან მურუსიძე როდის აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად. ალბათ, ამის აფიშირება არ ყოფილა, თორემ საზოგადოებას მაშინაც ექნებოდა პროტესტი. პირადად, მე ახლა გავიგე. არც ვიცოდი“,- განაცხადა მეტრეველმა. 

შეგახსენებთ, რომ ლევან მურუსიძის თქმით, მისი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად არჩევა არავის გაუპროტესტებია.

„როდესაც 2013 წელს ამირჩიეს იუსტიციის საბჭოს უმაღლეს მდივნად, მაშინაც მქონდა განხილული გირგვლიანის საქმე, მაშინაც პრეზიდენტს ეკავა ძალზედ მნიშვნელოვანი თანამდებობა, თუმცა, არც მას და არც არავის გამოუხატავს მძაფრი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან მურუსიძე არჩეულიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად".

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის კოლეგიის მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა ალექსანდრე გვაზავას, ირაკლი ფირცხალავას, გურამ დონაძისა და ზაზა რობაქიძის მიმართ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ფაქტზე უფლებამოსილების გადაჭარბების სასამართლო განხილვა ერთი თვით გადადო. საქმის განხილვა 11 იანვარს, 12:00 საათზე განახლდება.

მთავარი პროკურორი ზაზა სარალიძეს ხვალ დახურულ რეჟიმში შეხვდება

მთავარი პროკურორი ზაზა სარალიძეს ხვალ დახურულ რეჟიმში შეხვდება

2 საათის წინ

"25 მაისს, საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან შეხვედრას გამართავს. გამომდინარე იქედან, რომ საქმე ეხება მკვლელობის ფაქტს, რომელშიც ბრალდებული პირები არიან არასრულწლოვნები, სასამართლო განხილვა...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054