„ისლამური სახელმწიფო“ ყველა ქრისტიანს სიკვდილით ემუქრება

„ისლამური სახელმწიფო“ ყველა ქრისტიანს სიკვდილით ემუქრება

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ინტერნეტში ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც ყველა ქრისტიანს სიკვდილით ემუქრებიან. ვიდეო გავრცელდა სახელით - „სისხლით დაწერილი მიმართვა ჯვრის თაყვანისმცემლებს“. 

ჩანაწერი ზღვის სანაპიროზეა გაკეთბული. შავ სამოსში გამოწყობილ რამდენიმე ისლამისტ მებრძოლს 20-ზე მეტი ტყვე მიჰყავს. გავრცელებული ინფორმაციით, კადრები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ლიბიის ტერიტორიაზეა გადაღბული. ტავად მიმართვაში ნათქვამია, რომ ტყვეები ეგვიპტელი ქრისტიანები არიან. 

ჯიჰადისტების ლიდერი, რომელსაც ხაკისფერი სამხედრო ფორმა აცვია, აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ბრძოლის არეალს აფართოვებს და სირიის და ერაყის შემდეგ აქტიურ ბრძოლას ლიბიაშიც აპირებს. გარდა ამისა, ტერორისტი იმუქრება, რომ გაანადგურებენ ყველა ქრისტიანს. 

ვიდეომიმართვა ტყვეების თავის მოკვეთით სრულდება. 

უიშვიათესი, ორთავიანი გველი ვირჯინიელი ქალის ეზოში (ვიდეო)

უიშვიათესი, ორთავიანი გველი ვირჯინიელი ქალის ეზოში (ვიდეო)

8 საათის წინ

გველი დაიჭირეს და ის მაშინვე ჰერპეტოლოგთა ყურადღების ცენტრში მოქცა. საქმე იმაშია, რომ გველი საკმაოდ გავრცელებული სპილენძას უიშვიათესი ეგზემპლიარი აღმოჩნდა - იგი ორთავიანია. ჰერპეტოლოგი ჯონ კლეოპფერი თქმით "ბიცეფალური გველები უაღესად...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172