საქართველოში საწვავი კიდევ უფრო გაიაფდება! - ნავთობის მსოფლიო ბაზრის პერიპეტიები

საქართველოში საწვავი კიდევ უფრო გაიაფდება! - ნავთობის მსოფლიო ბაზრის პერიპეტიები

ანალიტიკოსები 2016 წლის პირველ ნახევარში 1 ბარელი ნავთობის 30 დოლარამდე გაიაფებას ელიან. "შავი ოქროს" ამ მაჩვენებლამდე დაცემას აღარაფერი უკლია.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, გაიაფებაზე გავლენა ამერიკული ნავთობის ექსპორტზე აკრძალვის გაუქმებამ და რეფინანსირების განაკვეთის 0,25%-ით გაზრდასთან დაკავშირებით, ამერიკის ფედერალური სისტემის გადაწყვეტილებამ იქონია.

ლონდონის ბირჟაზე ბარელი ნავთობის ფასი 37 დოლარის ნიშნულზეა, ხოლო ნიუ-იორკის ბირჟაზე – 35,52 დოლარია. მკვეთრად დაეცა ოპეკის კალათის ფასიც, რომელიც 33,33 დოლარს შეადგენს. რაც შეეხება საქართველოს ბაზარზე საცალო ქსელში 1 ლიტრი ბენზინისა და დიზელის ღირებულებას, საერთაშორისო ფასების ადეკვატური ჯერ კიდევ არ არის.

ნავთობკომპანია "სენტას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ მსოფლიოს სანავთობო ბაზარზე მიმდინარე პროცესები საქართველოს ნავთობის საბითუმო ბაზარზე უფრო სწრაფად აისახება. “საბითუმო ბაზარს დაეტყო, ვინაიდან ამ შემთხვევაში კონკურენცია უფრო მძაფრია. ძირითადი პროდუქტები - დიზელი და ნავთობი გაიაფებულია", - მბობს ზაალ იაკობიძე.

საქართველოს საბითუმო ბაზარზე, 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება 1,29-1,30 ლარია, ხოლო 1 ლიტრი დიზელი 1,20 ლარი ღირს. იაკობიძე აღნიშნავს, რომ საწვავის ფასი ადეკვატურია არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზეც, სადაც 1 ლიტრი დიზელი, საშუალოდ, 1,35-1,4 ლარი ღირს, ხოლო ბენზინი - 1,5 ლარი.

"საწვავი არაბრენდირებულ საცალო აგს-ებზე აშკარად გაიაფებულია. ცოტა რთულად არის საქმე ბრენდირებულებთან დაკავშირებით. ისინი ფასის ცვლილებაზე ცოტა უფრო გვიან რეაგირებენ. ზოგადად, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულება ბოლო 6-7 წლის განმავლობაში რეკორდულ მინიმუმზეა დასული", - აღნიშნავს იაკობიძე და დასძენს, რომ სანავთობო სექტორს აქვს მოლოდინი, რომ ნავთობის გაიაფება ისევ გაგრძელდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, "შავი ოქროს" ფასზე გავლენა მოახდინა ამერიკაში რესპუბლიკელებისა და დემოკრატების შეთანხმებამ, რომელიც აშშ-დან ნავთობის ექსპორტზე ემბარგოს გაუქმებას ითვალისწინებს. წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკელი კონგრესმენის, ენ ვეგნერის განცხადებით, ემბარგოს მოხსნის სანაცვლოდ, დემოკრატებს საშუალება ექნებათ საგადასახადო შეღავათები დაუწესონ ქარისა და მზის ენერგიის გენერაციაზე ორიენტირებულ სექტორს.

ახლა ჯერი სენატზეა - დაამტკიცებს თუ არა 40-წლიანი აკრძალვის გაუქმებას. სხვათა შორის, კონგრესის წარმომდაგენელთა პალატამ ორჯერ დაუჭირა მხარი ნავთობის ექსპორტზე აკრძალვის მოხსნას, თუმცა წინადადება არ მიიღო სენატმა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობოდნენ დემოკრატები.

ნავთობზე ფასის დაცემის კიდევ ერთი მიზეზი, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილება გახდა. 2006 წლის შემდეგ პირველად გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი 0,25-დან

0,50 პროცენტამდე. ანალიტიკოსთა განცხადებით, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მსოფლიო ბაზრებზე.

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

23 საათის წინ

სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი, რომელსაც დღესასწაულის მონაწილეები სტუმრობენ და ათვალიერებენ. აქსის თაუერსი თბილისის მომავლის სახეა და ნათლად აჩვენებს, თუ როგორი იქნება, სწორი დეველოპმენტის განხორციელების შემთხვევაში...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237