სპორტსმენების სკანდალური პოლიტიკური განცხადებები სოციალურ ქსელებში

სპორტსმენების სკანდალური პოლიტიკური განცხადებები სოციალურ ქსელებში

ისინი მხოლოდ სპორტსმენები არ არიან. აქტიურად ეხმაურებიან პოლიტიკურ მოვლენებს და საკმაოდ სკანდალურ განცხადებებს აკეთებენ სოციალურ ქსელებში.

მუჰამედ ალი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სოციალურად აქტიური სპორტსმენი. ალი წინააღმდეგი იყო ვიეტნამის ომის და მის გამოსვლებში ყოველთვის აპროტესტებდა ამას. 1967 წელს მოკრივე დააკავეს სამხედრო ვალდებულების თავის არიდების გამო, 1970 წელს კი უმაღლესმა სასამართლომ ალის ბრალდება მოუხსნა. ”რატომ უნდა ჩავიცვა უნიფორმა და წავიდე ჩემი სახლიდან შორს, ვესროლო ტყვიები და ბომბები ფერადკანიან ხალხს, ამასთანავე მე არანაირი დაპირისპირება არ მაქვს ვიეტნამის მთავრობასთან.”

2012 წლის თებერვალში, ფლორიდაში, 17 წლის ფერადკანიანი ტრეივონ მარტინი, ჯორჯ ციმერმანმა მოკლა. მარტინი უიარაღოდ მიდიოდა ქუჩაზე. ციმერმანის განცხადებით, იგი უბრალოდ თავს იცავდა, რადგანაც ტრევონი ”კაპიუშონით” მიდიოდა. იმავე წლის მარტში ლებრონ ჯეიმსმა, ტვიტერის მეშვეობით ატვირთა ფოტო, სადაც მაიამი ჰიტის ყველა კალათბურთელს ”კაპიუშონი” აქვთ დაფარებული და წარწერა ჩვენ ვართ ტრეივონ მარტინი(We are Trayvon Martin).

 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, პროტესტი ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე, რომ ის არ კრძალავს არატრადიციულ ურთიერთობებს, ის უბრალოდ ამის პროპაგანდასა და პედოფილიის წინააღმდეგია, შერილ მაასმა გამოთქვა. ჰოლანდიელმა სნოუბორდერმა შერილ მაასმა ფრჩხილებზე ცისარტყელას ფერები დაიხატა (ცისარტყელა არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების სიმბოლოა), ხოლო რამდენიმე უკრაინელმა სპორტსმენმა, ტურნირი საერთოდ დატოვეს.

ჩიკაგო ბულსის ვარსკვლავი დერიკ როუზი მაისურით: ”მე ვერ ვსუნთქავ”(I can’t breath) გამოთქვა. როუზის ეს მაისური არის პროტესტი იმ ფაქტის მიმართ, რაც 2014 წლის ივლისში მოხდა. 43 წლის ერიკ გარნერი გახლდათ სიგარეტის უკანონო მოვაჭრე, იგი უკვე განიარაღებული იყო, როდესაც ერთ-ერთმა პოლიციელმა იგი მოკლა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ამბობს გარნერი: მე ვერ ვსუნთქავ. ამერიკის სასამართლოს გადაწყვეტილებით კი პოლიციელი დენიელ პანტელეო არ დაესაჯა. ამ პროტესტს ასევე გამოეხმაურნენ, ენბიეის სხვა ვარსკვლავებიც: ლებრონ ჯეიმსი და კევინ გარნეტი.

ქუთაისის "ტორპედო" "კუკეშთან" მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს (ვიდეო)

ქუთაისის "ტორპედო" "კუკეშთან" მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს (ვიდეო)

53 წუთის წინ

ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ფეისბუქის გვერდი ავრცელებს. "კუკეშთან" განმეორებით შეხვედრაში, შვეიცარიელი მსაჯის ქმედებებმა ქართული კლუბის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მან იმერულ გუნდს ორი 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალა...

USD 2.5773
EUR 2.9299
GBP 3.2729
TRY 0.4452