საგურამოში 4,4 მეგავატიანი "საგურამო ჰესის" მშენებლობა დაიწყო

საგურამოში 4,4 მეგავატიანი "საგურამო ჰესის" მშენებლობა დაიწყო

სოფელ საგურამოში "საგურამოჰესის" მშენებლობა იწყება. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, "საგურამოს ჰიდროელექტროსადგურის" მშენებლობის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე, დაესწრნენ.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, “საგურამოს” ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 4,4 მგვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი 32 მლნ.კვტსთ.

"საგურამოჰესის" ექსპლუატაციაში გაშვება 2016 წლის ბოლოსათვის იგეგმება და მასში კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 10,5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

სამინსიტროს ცნობით, კომპანიას უკვე მიღებული აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ნებართვა და დაწყებულია მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები - ამანქანო დარბაზის მშენებლობა და სადაწნეო და გამყვანი მილსადენების მონტაჟი.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგურისათვის ტურბინას, გენერატორს და დამხმარე მოწყობილობებს ავსტრიული კომპანია ANDRITZ HYDRO SAS დამზადებს. ჰესი მთელი წლის განმავლობაში თანაბარი სიმძლავრით იმუშავებს, რაც საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ზამთრის დეფიციტი. მომავალში შესაძლებელია ჰესში გატარებული სუფთა წყლის გადამუშავება და თბილისის წყალმომარაგებისთვის გამოყენება.

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

16 საათის წინ

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური აქტიურად მუშაობს საქართველოს საზღვაო სივრცეში მცურავი გემებისათვის ზუსტი მონაცემების (რუკები) მიწოდებაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული საზღვაო ინცინდენტები და უზრუნველყოფილი იყოს...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072