ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მონაწილეები „კრწანისს“ ეწვიენ

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მონაწილეები „კრწანისს“ ეწვიენ

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის ოფიციალურ გახსნამდე სემინარის მონაწილეები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრნენ. თეორიული ნაწილის გაცნობის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და სხვა სამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე პირებმა, ჟურნალისტებმა, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო ქვედანაყოფის შესაძლებლობებს პირადად გაეცნენ.

კურსის მონაწილეები სიმულაციურ კლასებშიც იმყოფებოდნენ, სადაც რპგ-7 ტიპის ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნიდან და მ-4 ტიპის საიერიშო შაშხანიდან ისროლეს. მოგვიანებით „კრწანისის“ სტუმრებმა საარტილერიო სკოლაში გადაინაცვლეს და არტილერისტების მიერ მოწინააღმდეგის განადგურების სიმულაციას დურბინდით დააკვირდნენ. ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სტუმრობა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად „ჯარისკაცის ულუფის“ დაგემოვნებით დასრულდა.

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ხვალ ოფიციალურად გაიხსნება. დღეს კი მონაწილეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, ესტონეთის ელჩი საქართველოში პრიტ ტურკი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ თავდაცვის უწყებაში მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს. ოთხდღიანი სემინარის განმავლობაში მსმენელები თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასა და გამოწვევებს, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებს გაეცნობიან, მიიღებენ პასუხებს მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე. კონფერენციის პარალელურად მონაწილეებს სიმულაციურ კრიზისის სცენარზეც მოუწევთ მუშაობა.

სლოვენიაში ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა

სლოვენიაში ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა

2 საათის წინ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები. თურქეთში, ქალაქ ანკარაში სასტუმრო შერატონის შენობა; ლიტვაში, ვილნიუსის ცენტრალური ხიდი და ერთ-ერთი მთავარი...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237