ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში პირველ დღესვე საკადრო ცვლილებები განახორციელა

ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში პირველ დღესვე საკადრო ცვლილებები განახორციელა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მუშაობას უკვე შეუდგა. მან პროკურატურაში პირველი საკადრო ცვლილებები განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. 

"საქართველოს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ მამუკა ვასაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

მთავარი პროკურტურის საგამოძიებო ნაწილს კი დღეიდან თეიმურაზ ნაჭყებია უხელმძღვანელებს. ცვლილება განხორციელდა მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის დეპარტამენტშიც, დეპარტამენტის უფროსის პოსტზე ბაკურ აბულაძე დაინიშნა.

რაც შეეხება პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას, ამ პოსტს ნათია სუხიაშვილი დაიკავებს.

ცვლილებები შეეხო ასევე საოლქო პროკურატურის ოფისებს, კერძოდ: შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ლევან პაქსაშვილი დაინიშნა, სამცხე ჯავახეთის საოლქო პროკურორად კი მალხაზ კაპანაძე.

დღესვე, განხორციელებული ცვლილებების შემდეგ საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საოლქო პროკურორებს შეხვდება და სამომავლო გეგმებს გააცნობს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სმიტების მკვლელობაში ბრალდებული კობაურის ფსიქიკური მდგომარეობა გაწონასწორებულია

სმიტების მკვლელობაში ბრალდებული კობაურის ფსიქიკური მდგომარეობა გაწონასწორებულია

8 საათის წინ

 მათივე თქმით, ბრალდებულ კობაურს დღესვე  №8 ციხეში გადაიყვანენ.  "კოლეგიამ შეაფასა თუ რამდენად არის ის ფსიქიკურად გაწონასწორებული და რამდენად ქმედუნარიანი ადამიანია, აქვს თუ არა მას რამე პრობლემები ფსიქიკასთან მიმართებაში და ამით...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6343
EUR 3.0047
GBP 3.3645
TRY 0.4000