მიხეილ სააკაშვილი: როგორც კი ხატია მომძლავრდება, დაიწყებს სისტემის წმენდას

მიხეილ სააკაშვილი: როგორც კი ხატია მომძლავრდება, დაიწყებს სისტემის წმენდას

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული "ტელეკომპანია 24"-ის ეთერში ხატია დეკანოიძის საქმიანობასა და იმ მოლოდინზე ისაუბრა, რასაც უკრაინის პოლიციაში განხორციელებული რეფორმები მოიტანს.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხატია დეკანოიძეს გარკვეული დრო დასჭირდება მდგომარეობის გამოსასწორებლად

"ნაციონალური პოლიცია ეს არ არის პატრული, ხატია იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა უკრაინაში პატრულის ჩამოყალიბების. მე ვფიქრობ, რომ როგორც კი ხატია დეკანოიძე მომძლარდება და მყარად მოიკიდებს ფეხს ახალ თანამდებობაზე, დაიწყებს რეფორმებს და სისტემის წმენდას. ასე რომ, ხატიას უნდა მივცეთ დრო.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მუნიციპალურ პოლიციაში დიდი ცვლილებების მომსწრენი გავხდებით. მე დაბეჯებით შემიძლია გითხრათ, რომ ის არ შეეგუება კორუფციას, ის უკომპრომისოა დანაშაულთან ბრძოლაში და ასეც გააგრძელებს.

ასე რომ, თავდასხმა ხატიაზე და მისი კრიტიკა ეს არის სხვისი პასუხისმგებლობის მასზე დაკისრება იმ კადრების, ვინც ხატიამდე იყო ამ სისტემაში და დღემდე იქ რჩება. ხატიას ახლა მხარდაჭერა ჭირდება, მენტალურად და კულტურული თვალსაზრისით ხატია რადიკალურად განსხვავდება იმ სისტემისაგან, სადაც ის მივიდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი ხატია დეკანოიძე უკრაინაში ეროვნულ პოლიციის ხელმძღვანლად ერთი თვის წინ დაინიშნა. მანამდე ხატია დეკანოიძე იყო შს მინისტრ არსენ ავაკოვის მრჩეველი.

კობახიძე: მთავარი სასახლე არაა, მთავარია პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილებების სწორად განხორციელება

კობახიძე: მთავარი სასახლე არაა, მთავარია პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილებების სწორად განხორციელება

27 წუთის წინ

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარია, პრეზიდენტი სწორად ახორციელებდეს კომპეტენციებს. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ამ მხრივ, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. „მე არანაირი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080