რუსეთი და საფრანგეთი, ტერორისტების წინააღმდეგ, ერთობლივ ბრძოლაზე შეთანხმდა

რუსეთი და საფრანგეთი, ტერორისტების წინააღმდეგ, ერთობლივ ბრძოლაზე შეთანხმდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები "ისლამურ სახელმწიფოსა" და ჯიჰადისტურ დაჯგუფებებზე, ერთობლივი დარტყმების მიყენებაზე შეთანხმდნენ.

ოლანდის თქმით, მათი საუბრის მთავარი თემა იყო ის, რომ დარტყმები არ მიაყენონ იმ დაჯგუფებებს, რომლებიც აგრეთვე ტერორისტების წინააღმდეგ იბრძვიან.

"კოალიციამ მხარი უნდა დაუჭიროს იმ დაჯგუფებებს, რომლებიც აგრეთვე "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძვიან", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვიც პარიზთან ერთად იბრძვის "ისლამური სახელმწიფოსა" და სხვა ექსტრემალური დაჯგუფებების წინააღმდეგ. მისი თქმით, იგი პატივისცემით უდგება კოალიციას, რომელსაც აშშ ჩაუდგება სათავეში და რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძვის. პუტინმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სირიის სახმელეთო ოპერაციის განხორციელება მხოლოდ ბაშარ ასადის სახელისუფლებო ჯარითაა შესაძლებელი.

"პრეზიდენტის ბედი მთლიანად სირიის ერის ხელში უნდა იყოს", - განაცხადა პუტინმა.

მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ იმაზე, რომ აუცილებელია "ისლამური სახელმწიფოს" ფინანსურ წყაროებზე დარტყმის მიყენება, განსაკუთრებით, ნავთობის კოლონებსა და სანავთობო ბაზებზე, რომლებსაც ტერორისტები აკონტროლებენ.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ფრანსუა ოლანდმა, სირიის ტერიტორიაზე "სუ-24"-ის რუსი მფრინავების დაღუპვის გამო, მწუხარება გამოთქვა და დაამატა, რომ მსგავსი შემთხვევები არ უნდა განმეორდეს.

ტრამპი კიმ ჩენ ინს: თუ შეცვლით მიდგომებს და შეხვედრას მოისურვებთ, არ მოგერიდოთ - დამირეკეთ

ტრამპი კიმ ჩენ ინს: თუ შეცვლით მიდგომებს და შეხვედრას მოისურვებთ, არ მოგერიდოთ - დამირეკეთ

3 საათის წინ

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი და ფხენიანი დიდი ხნის განმავლობაში მსჯელობდა შეხვედრის შესახებ, რომელიც 12 ივნისს სინგაპურში უნდა გამართულიყო. "ძალიან მინდოდა თქვენთან შეხვედრა. სამწუხაროდ, თქვენი ბოლო...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054