შოთა მალაშხია: ბატონო პრეზიდენტო, მოგიწოდებთ შეუნარჩუნოთ მოქალაქეობა სააკაშვილს

შოთა მალაშხია: ბატონო პრეზიდენტო, მოგიწოდებთ შეუნარჩუნოთ მოქალაქეობა სააკაშვილს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, შოთა მალაშხიამ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სახელზე წერილი დაწერა, სადაც მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნოს. 

"ბატონო პრეზიდენტო, ცნობილ გარემოებათა შედეგად თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, გადაწყვიტოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხი. 

სამწუხაროდ, საქართველოს უახლეს ისტორიაში მეორდება მეორდება სამარცხვინო ვითარება, როცა საყოველთაოდ არჩეული პრეზიდენტის ღირსეული პიროვნების მიმართ, აბუსრდული ბრალდებებით ხორციელდება სამართლებრივი დევნა. საქართველოს პირველ პრეზიდენტს ბრალად ედებოდა სამშობლოს ღალატი და სახელმწიფო ხაზინიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის დატაცება. იმ შემთხვევაში ისტორიამ, მართალია მოგვიანებით, მაგრამ მაინც აღასრულა თავისი განაჩენი: ზვიად გამსახურდიას ნეშტი მთაწმინდაზე განისვენებს, ხოლო იმ სამარცხვინო ბრალდებათა ავტორები უკვალოდ გაქრნენ ისტორიის თვალსაწიერიდან. 

საქართველოს ახლანდელმა მთავრობამ, სამწუხაროდ, ვერაფერი ისწავლა მისი იდეური წინამორბედების შეცდომებზე. კრემლის საამებლად მან "სამართლებრივი" დევნა წამოიწყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ, იმ პიროვნების მიმართ, რომლის სახელს უკავშირდება თანამედროვე ქართული სახელმწიფოს უპრეცედენტო წინსვლა. სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო სულის ჩამდგმელი იმ ძირეული რეფორმებისა, რომელთა შედეგად საქართველომ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა ევროპული და ჩრდილო-ატლანტიკური სტრუქტურების მიმართულებით. მისი მმართველობის დროს დაშვებული შეცდომები ვერანაირად ვერ გადაფარავს საქართველოს რეალობაში მომხდარ ამ ისტორიულ გარდატეხას. 

მიხეილ სააკაშვილის, როგორც მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის მასშტაბის წარმატებული რეფორმატორის დამსახურება, აღიარებულია დემოკრატიული სამყაროს მიერ. ამიტომაც ენდობიან მას და ყველანაირად მხარს უჭერენ იმ რთული რეფორმების განხორციელებაში, რომელიც კრემლთან დაპირისპირების ახლანდელ ეპიცენტრში-უკრაინაში მიმდინარეობს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა როლი ითამაშა საქართველოს მესამე პრეზიდენტის აქტიურობამ და გავლენამ 2008 წლის აგვისტოში, როცა კრემლმა ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მიუხედავად, ვერ მიაღწია დასახულ მიზანს-ვერ განახორციელა მთელი საქართველოს ოკუპაცია, ვერ დაამხო დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და ვერც ოკუპირებული ტერიტორიები დაისაკუთრა (ხაზგასასმელია, რომ მეზობელ ქვეყნებში კრემლი მანამდე ყოველთვის აღწევდა მიზანს, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპაში; ამ მხრივ ერთადერთი გამონაკლისი იყო ფინეთი, თუმცა იქაც, ზამთრის ომის შედეგად, კრემლმა ფინეთის ოკუპირებული ტერიტორიის მიტაცება და საერთაშორისო დონეზე დაკანონება მაინც მოახერხა). 

ბატონო პრეზიდენტო, მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ დადგეთ დღევანდელ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მაღლა და მიიღოთ სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობრივი თვალსაზრისით, ერთადერთი მართებული გადაწყვეტილება - საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამის ნორმათა საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. მიხეილ სააკაშვილი იყო, არის და იქნება ქართული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი",- ნათქვამია მალაშხიას წერილში. 

ანი მიროტაძე: დამრჩა შთაბეჭდილება, ირაკლი კობახიძე  ინტერვიუს დროს თრობის ქვეშ იმყოფებოდა

ანი მიროტაძე: დამრჩა შთაბეჭდილება, ირაკლი კობახიძე ინტერვიუს დროს თრობის ქვეშ იმყოფებოდა

4 წუთის წინ

"ამ ინტერვიუზე ჩემი შეფასება ასეთია, რომ ეს არის უტიფარი კაცის განცხადება. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თრობის ქვეშ ხომ არ იმყოფებოდა, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ ხომ არ იმყოფებოდა?! პარლამენტის თავმჯდომარე, ძალიან მაღალი თანამდებობის...

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273