ნუგზარ წიკლაური: "პატრიოტთა ალიანსი" სრულიად ოდიოზური ორგანიზაციაა

ნუგზარ წიკლაური: "პატრიოტთა ალიანსი" სრულიად ოდიოზური ორგანიზაციაა

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნუგზარ წიკლაური ირმა ინაშვილთან რაიმე კავშირს გამორიცხავს. დეპუტატი აღნიშნულ საკითხზე გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“პრიმიტიულ უმეცრებასათან დაკავშირებით, რაც ჩემი სახელით ვრცელდება და უკავშირდება ვითომცდა ჩემს მიერ ირმა ინაშვილის მოპატიჟებას და მიღებას ნაციონალურ მოძრაობაში.

პატრიოტთა ალიანსი არის სრულიად ოდიოზური ორგანიზაცია, რომელთანაც არასდროს და არავითარი კავშირი არ მქონია. მეტიც, მგონი არც ვიცნობ მათ წევრთაგან რომელიმეს.

არც კი ვიცი, არაადეკვატურობის რა ხარისხს უნდა შესწვდეს ადამიანი, რომ ჩემი და პატრიოტთა ალიანსის კავშირი დაიჯეროს.

შემდეგი ნაბიჯი ალბათ იქნება ის, რომ ინაშვილთან ალიანსი ოდესაში მაკკეინის, სააკაშვილის და რუბიოს ინიციატივით დაიგეგმა.
საცოდაობაა მართლაც, რომ ამ სიბრიყვეზე მიწევს კომენტარის გაკეთება”,-წერს წიკლაური.

ცნობისათვის, აღნიშნულზე სოციალურ ქსელში გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილიც წერდა:

"ნაციონალური მოძრაობის საყურადღებოდ:

თქვენმა ერთ-ერთმა მდივანმა, ბატონმა წიკლაურმა განაცხადა, რომ ინაშვილთან ერთად გაყალბების წინააღმდეგ პროტესტი მისთვის მისაღებია.

ან გამოხვალთ და იტყვით, რომ ნუგზარ წიკლაურს ეს არ უთქვამს;

ან იტყვით, რომ მთვრალი იყო და ამ დამამძიმებელ გარემოებაში ნათქვამი აბსურდისთვის გაიკიცხა;

ანაც ჯანდაბამდე გზა გქონიათ;

ანტისანიტარიას ჩემ ჩაის ჭიქაში არაფერი ესაქმება".

კახიძე: კომისიაზე ისეთი საკითხები გამომზეურდება, რომელზეც გაკვირვების რეაქცია გექნებათ

კახიძე: კომისიაზე ისეთი საკითხები გამომზეურდება, რომელზეც გაკვირვების რეაქცია გექნებათ

15 წუთის წინ

"მე არ მინდა რომ გავაჟღერო წინასწარ კითხვები და წინასწარ მოვამზადო დასაბარებელი პირები. კომისიის სხდომაზე ისეთი კითხვები დაისმება და ისეთი საკითხები გამომზეურდება, რომელზეც თქვენ პირველი რეაქცია გექნებათ გაკვირვების. როგორ შეიძლება, რომ...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167