"ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებმა" 2015 წლის პროდუქციის პრეზენტაცია გამართა

"ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებმა" 2015 წლის პროდუქციის პრეზენტაცია გამართა

ავიაკომპანია "ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები" თბილისის აეროპორტიდან მსოფლიოს რამდენიმე ქალაქის მიმართულებით ახალი რეისების შესრულებას იწყებს. კომპანიამ 2015 წლის პროდუქციის პრეზენტაცია თბილისში, სასტუმრო Hualing Hotels and Preference-ში გამართა. კერძოდ, შეხვედრაზე თბილისი-ურუმჩი-სეულის, თბილისი-ურუმჩი-გუანჯოუ-ნიუ-იორკის, თბილისი-ურუმჩი-გუანჯოუ-ტორონტოსა და თბილისის-ურუმჩი-გუანჯოუ-ლოს-ანჯელესის რეისებზე ისაუბრეს.

ღონისძიებას "ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების" სათავო ოფისის მარკეტინგის განყოფილების გენერალური მენეჯერი, ჩინეთის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური პალატის კონსული ლიუ ბო, საქართველოში ჩინეთის საელჩოს თანამშრომლები, დედაქალაქის საკრებულოს წევრები, სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სააგენტოების, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია "ტავ-ჯორჯიას", ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

შეხვედრა ჩინეთის ელჩმა საქართველოში იუე ბინმა გახსნა, რომელმაც ძველი აბრეშუმის გზისათვის საქართველოს მთავარ როლზე, მის სტარტეგიულ მდებარეობაზე, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობისა და ვაჭრობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების" მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორმა ჭანგ ძუნმა დამსწრეებს ჩინური ავიახაზების მთავარ სტრატეგიასა და საერთაშორისო სამარშრუტო ქსელზე გააცნო ინფორმაცია. როგორც მან აღნიშნა, 2011 წლის 9 ივნისიდან, რაც ურუმჩი-თბილისის პირდაპირი რეისი დაინიშნა, ხსენებული ავიაკომპანია რეისების რაოდენობის გასაზრდელად და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად მუდმივად მუშაობს.

"გასული წლის სექტემბრიდან" ჩინეთის ავიახაზებს" პირდაპირი რეისი აქვს ლანჭოუში, რათა იქ მიმავალი ქართველი სტუდენტებისა და ჩინელი მასწავლებლებისათვის მგზავრობა უფრო მოსახერხებელი იყოს. საქართველოდან ჯერ-ჯერობით ბევრი ტურისტი არ გვყავს. თუმცა თუ გამოჩნდებიან მსურველები, რომლებიც ჩვენი კომპანიის სატრანზიტო მომსახურებას გამოიყენებენ, მათთვის უფრო დაბალი ფასები გვექნება.

ჩინელებს საქართველო ძალიან უყვართ, მაგრამ მისი ისტორია ფართო მასებმა ჯერ არ იციან. ახალი რეისების ამოქმედება ორი ქვეყნის ხალხებს ერთმანეთს უფრო დააახლოებს”, – აღნიშნა ჭანგ ძუნმა.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გურამ ჯალაღონიამ განაცხადა, "ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები" ქართულ ავიაბაზრაზე 4 წელია, ოპერირებს და ამ ხნის განმავლობაში მას საქართველოსთან პრეტენზიები არ გასჩენია.

"პრეტენზიები არც ჩვენთან გვაქვს. კომპანიის მიერ შესრულებული რეისები ტურიზმის განვითარებაზეა ორიენტირებული. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩინური მხარე მათი რიცხოვნობის გაზრდას აპირებს. ჩინეთის მთავრობა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების საკითხს განიხილავს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, ტურიზმის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა კი ავიახაზების განვითარების გარეშე წარმოუდგენელია", - აღნიშნა გურამ ჯალაღონიამ.

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

22 საათის წინ

სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი, რომელსაც დღესასწაულის მონაწილეები სტუმრობენ და ათვალიერებენ. აქსის თაუერსი თბილისის მომავლის სახეა და ნათლად აჩვენებს, თუ როგორი იქნება, სწორი დეველოპმენტის განხორციელების შემთხვევაში...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237