რუსთავში სამშენებლო მასალების საწარმო გაიხსნება

რუსთავში სამშენებლო მასალების საწარმო გაიხსნება

მეწარმეობის განვითარების სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან "იბერია სთილი", რომლის ძირითად საწარმოო მიმართულებასაც სამშენებლო მასალების წარმოება წარმოადგენს.     

კომპანიაზე  "იბერია სთილი" 1 500 000 აშშ დოლარის სესხის გაცემა უზრუნველყო "თი ბი სი"  ბანკმა, ხოლო საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო პირველი 2 წლის განმავლობაში მოახდენს სესხის მთლიანი საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ის თანადაფინანსებას. 

შპს "იბერია სთილი" მიღებული თანხით  წარმოებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების შეძენას გეგმავს. კომპანია აწარმოებს სამშენებლო მასალებს მათ შორის სამშენებლო არმატურას, გასწორებულ გლინულას, შველერს. ჯამური ინვესტიცია 1 800 000 აშშ დოლარს შეადგენს.

შპს "იბერია სტილი"-ს საწარმო ქალაქ რუსთავში გაიხსნება და საქმიანობის შედეგად საწყის ეტაპზე დასაქმდება 100-მდე ადამიანი. საწარმო 2015 წლის ნოემბერში სრულიად ამუშავდება. წარმოებული პროდუქცია გაიყიდება ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანის ბაზრებზე. სამომავლოდ დაგეგმილია წარმოების შემდგომი გაფართოება.

 

 

 

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

3 საათის წინ

ტურნირის ფარგლებში, სამ პრიზიორ გუნდთან ერთად, გამოვლინდნენ საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველის, თავდამსხმელის, ბომბარდირის, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის წოდების მფლობელები. მესამე ადგილზე პენალტების სერიაში...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172