"მრავალეროვანი საქართველო" დავით ოქიტაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

"მრავალეროვანი საქართველო" დავით ოქიტაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო” „საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტ დავით ოქიტაშვილს სომხური ეთნიკური იდენტობის დამცირებაში ადანაშაულებს და ბოდიშის მოხდას სთხოვს.

“ბატონო დავით, მიმდინარე წლის 3 ნოემბერს თქვენი პირადი ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა სტატუსები, სადაც სომხური ეთნიკური იდენტობა მოხსენიებული იყო ნეგატიურ და დამამცირებელ კონტექსტში: „სურენჩიიკ ! ვარდს გაეფურჩქნა ქინძი!“ ასევე „ეს სურენჩიკა რადღეშია, ვაი ჩვენს პატრონს, რომ ეს კიდევ ამდენს ბედავს…“

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ (PMMG) მიიჩნევს, რომ თქვენს განცხადებებში სომხური ეთნიკური ჯგუფის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების ნიშნები იკვეთება.

თქვენი განცხადებები დევს „საქართველოს კულტურის პალატის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეც, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ სომხური ეთნიკური იდენტობა დამამცირებელი განსაზღვრების კონტექსტს ატარებს არამხოლოდ თქვენთვის, არამედ ორგანიზაციისთვისაც.

„მრავალეროვანი საქართველო“ მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ, საჯაროდ მოიხადოთ ბოდიში სომხური ეთნიკური იდენტობის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაცია თავს ვალდებულად ჩათვლის რეაგირების თხოვნით მიმართოს „საქრთველოს კულტურის პალატის“ პარტნიორ ორგანიზაციებს”,-აღნიშნულია “მრავალეროვანი საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ალექსანდრა კალატოზიშვილის განცხადებაში.

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

2 საათის წინ

დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ამოღებულია 201 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. "მანოკი", რომლითაც მოქალქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172