ადა მარშანია: ქართული ოცნება არჩევნების გაყალბებას გეგმავს

ადა მარშანია: ქართული ოცნება არჩევნების გაყალბებას გეგმავს

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია ირწმუნება, რომ ხელისუფლება მარტვილში არჩევნების გაყალბებას გეგმავს.

როგორც „აიპრესის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ადა მარშანია პარტიის შტაბთან ხატით ხელში მივიდა. 

მისი მტკიცებით, ხელისუფლება არჩევნების გაყალებებას გეგმავს და მიმდინარეობს ამომრჩევლების მოსყიდვა. „გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩხოროწყუდან აპირებენ მოსახლეობის ჩამოყვანას და საბუთების გაყალბებით გეგმავენ ამ ხალხს არჩევნებში, როგორც მარტვილის ამომრჩევლებს მიაღებინონ მონაწილეობა“, - აცხადებს მარშანია.

მარტვილში გამარჯვებისთვის სულ ორი კანდიდატი იბრძვის. „ქართული ოცნებიდან“ სოსო დანელია, „პატრიოტთა ალიანსიდან“ კი ეთერ მეძველია.

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

21 წუთის წინ

საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054