მარინა ბერაძე: თბილისელებს ჩვენთან უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ

მარინა ბერაძე: თბილისელებს ჩვენთან უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ

თბილისის მერიის „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურმა ცენტრმა“  9-თვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. ცენტრი პროექტ იურიდიული  კლინიკა „ჩემი ადვოკატი“-ს  ფარგლებში, თბილისის ნებისმიერ მოქალაქეს იურიდიულ დახმარებას სთავაზობს. გაწეული დახმარებების სახეა; ზეპირი და წერილობითი კონსულტაცია, სამართლებრივი დოკუმენტის შექმნა, წარმომადგენლობა, სარჩელი, საჩივარი, შუამდგომლობა. ადვოკატები უფლებამოსილნი არიან, უსასყიდლოდ დაიცვან მოქალაქის  ინტერესები  სახელმწიფო და თვითმმართველობით ორგანოებში.

ყველაზე მეტად რა მხრივ სჭირდებათ თბილისელებს უფასო იურიდული კონსულტაციები, როგორ და სად შეიძლება მიიღონ აღნიშნული დახმარება, ამის შესახებ „აიპრესს“ თბილისის მერიის ა(ა)იპ "სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი"-ს დირექტორი მარინა ბერაძე ესაუბრება.

-რამდენად ხშირად მოგმართავენ  მოქალაქეები იურიდიული დახმარებისთვის? ყველაზე მეტად რა პრობლემები აწუხებთ თქვენთან მოსულებს და როგორ ცდილობთ გადაუჭრათ ეს პრობლემები?

მხოლოდ იანვარ-სექტემბრის  პერიოდში ა(ა)იპ-ს  „იურიდიულ კლინიკას“   მომართა 6 826  მოქალაქემ. ყველაზე  მაღალი აქტივობა  არის სოციალური საკითხების ირგვლივ.  959-მა ადამიანმა მოგვმართა ამ თემაზე და სწორედ ყველაზე მეტი პრობლემაც სოციალურ საკითხებს უკავშირდება. უძრავ ქონებას - 862;  სასარჩელოს - 635; სამშენებლო ნებართვებს - 596;  სახელშეკრულებო დავას - 592.

-რამდენი ტრენერ-კონსულტანტი გყავთ ამჟამად და სად შეუძლიათ მათ მიმართონ მოქალაქეებმა?

ამ ეტაპზე ორგანიზაციას ყავს 7 ტერნერ-ადვოკატი. იურიდიული დახმარების მისაღებად მოქალაქეებს  შეუძლიათ, მიმართონ  ტრენერ-ადვოკატებს, როგორც თბილისის მერიაში, ასევე  რაიონულ გამგეობებში: ვაკის, საბურთალოს, ისნის, გლდანისა და მთაწმინდის რაიონული გამგეობებს.

- უფასო იურიდიულ დახმარების ფარგლებში სთავაზობთ თუ არა მოქალაქეებს, მაგალითად, სასამართლოში ადვოკატის მომსახურებას?

დიახ, საკამოდ მიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენს ტრენერ-ადვოკატებს აქვთ უფლებამოსილება, რომ უსასყიდლოდ დაიცვან მოქალაქეებს ინტერესები სასამართლო პროცესებზეც. მომმართველთა თხოვნების საფუძველზე დაწყებული სასამართლო და ადმინისტრაციული წარმოებებიდან, 9 თვის მანძილზე (სულ  746  საქმე), წარმატებით დასრულდა  278 და მიმდინარეა  435 საქმე.  აღნიშნულ საქმეებზე განხორციელდა  79  სასამართლო წარმომადგენლობა.

-რაც შეეხება პროექტის ბიუჯეტს, რამდენ ლარს შეადგენს წლევანდელი ბიუჯეტი და აპირებთ თუ არა მომავალში კვლავ გააგრძელოთ თბილისელებისთვის უფასო იურიდიული მომსახურების გაწევა?

ა(ა)იპ  „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის  მუნიციპალური ცენტრი“-ს  წლევანდელი ბიუჯეტი  250 000 ლარია.  სამომავლოდ, ვაპირებთ  ტრენერ- ადვოკატების რაოდენობის გაზრდას (ამჟამად, მხოლოდ  7-ია). საჭიროა,  ყველა რაიონის გამგეობაში  ხორციელდებოდეს  ეს პროექტი. შესაბამისად, ბიუჯეტიც გაიზრდება. დაგეგმილი გვაქვს, უფრო მეტად გავაფართოვოთ  საგანმანათლებლო კომპონენტი და გავზარდოთ მოქალაქეების  ჩართულობა.  

უფასო, კვალიფიციური  იურიდიული დახმარება მთელი მოსახლეობისთვის დიდი საჩუქარია ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ საჭიროა, თითოეულმა მოქალაქემ  იცოდეს, რომ  მას აქვს ასეთი შესაძლებლობა და საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიმართოს იურიდიულ კლინიკას „ჩემი ადვოკატი“.

-როგორც ცნობილია, „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი“-ის პროექტ „იურიდიულ კლინიკას“ საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს და სტუდენტებსაც სთავაზობს სტაჟირებას. ცენტრის ამოქმედებიდან დღემდე რამდენმა სტუდენტმა გაიარა თქვენთან სტაჟირება და როგორ ხდება მათი შერჩევა?

ორგანიზაცია იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და დამწყებ იურისტებს საადვოკატო-პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში უწყობს ხალს.  იგი ორიენტირებულია  გადაამზადოს და აუმაღლოს  კვალიფიკაცია იურიდიულ სფეროში  მომუშავე პირებს. ამჟამად,  თსუ-ს 61 სტუდენტი  პრაქტიკულ  კურსს გადის და ტრენერ-ადვოკატებთან ერთად მოქალაქეებს  იურიდიულ დახმარებას უწევს.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, პროექტ „იურიდიული კლინიკის“ ოფისებში დასაქმებული იყო  7 ტრენერ ადვოკატი და 198 მოხალისე, მათ შორის  89 მოხალისე პრაქტიკანტი; 10 პასიური მოხალისე პრაქტიკანტი; 80 მაგისტრი პრაქტიკანტი და 19 მაგისტრი სტაჟიორი.

სტაჟირების მსურველმა სტუდენტებმა სათაო ოფისში, ადგილზევე უნდა შეავსონ განაცხადი, წარმოადგინონ ცნობა უნივერსიტეტში სწავლების შესახებ, ან დიპლომი. სტაჟირების მსურველებს აუცილებლად გავლილი უნდა ჰქონდეთ ადმინისტრაციული და სამოქალაქო პროცესები.  

შალვა შავგულიძე: თუ კითხვები უპასუხოდ დარჩა, ეს ნიშნავს, რომ "ოცნება" ძალადობის გზას დაადგა (ინტერვიუ)

შალვა შავგულიძე: თუ კითხვები უპასუხოდ დარჩა, ეს ნიშნავს, რომ "ოცნება" ძალადობის გზას დაადგა (ინტერვიუ)

15 მაისი, 2018

ამის შესახებ შალვა შავგულიძემ "აიპრესთან" ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, კიდევ უფრო მძიმე სურათი იყო კონტრაქციის გამართვის დროსაც და ხელისუფლების ვალდებულებაა გამოკვეთოს სისხლის სამართლის დანაშაული, წინააღმდეგ შემთხვევაში ნათელი...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054