მოსამართლე რუსთავი 2-ს: თუ ჩემი გადაწყვეტილებები არ მოგწონთ, გაასაჩივრეთ

მოსამართლე რუსთავი 2-ს: თუ ჩემი გადაწყვეტილებები არ მოგწონთ, გაასაჩივრეთ

"თუ თვლით, რომ ჩემი გადაწყვეტილებები სამართლებრივად დასაბუთებული არ არის, ამის გასაჩივრება მარტივად შეგიძლია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში", - ასე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია რუსთავი2-ის წარმომადგენლებს.

დღეს, მოსამართლემ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მოპასუხე მხარის 7 შუამდგომლობიდან არცერთი არ დააკმაყოფილა, რასაც სხდომათა დარბაზში მოპასუხე მხარესა და მოსამართლეს შორის კამათი მოჰყვა.

რუსთავი 2-ის წარმომადგნელმა ზაზა ბიბილაშვილმა მოსამართლე მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და აცილების შუამდგომლობით მიმართა.

"თუ არ მოგწონთ გადაწყვეტილება, შეგიძლიათ გაასაჩივროთ, ეს არგუმენტი და პასუხი არაა. თუ ტყუილად ვზივართ აქ და ვლაპარაკობთ, და თქვენ მაინც იმას იტყვით, რაც წინასწარ გაქვთ განსაზღვრული, გვითხარით და წავალთ. თქვენ კომპეტენცია არ გყოფნით“. მოსამართლე ურთმელიძემ რუსთავი 2-ის წარმომადგენელს მიმართა და უთხრა: "კარგად მესმის თქვენი პათოსი, ჩემს აცილებაზე თქვენი შუამდგომლობა პროცესის ჩაშლას, პოლიტიზირებასა და სასამართლოს დისკრედიტაციას ემსახურება", - განაცხადა მოსამართლემ.

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მოპასუხე მხარე ერთ-ერთი შუამდგომლობა საქმის მასალებიდან სამხარაულის ექსპერტიზის მიერ 2006-2007 წლებში ტელეკომპანია „საქართველოს“ წილის ნასყიდობის შესახებ მომზადებული დასკვნის ამოღება იყო.

ღამის კლუბიდან მოტოციკლის მოპარვის ბრალდებით 20 წლის პირი დააკავეს

ღამის კლუბიდან მოტოციკლის მოპარვის ბრალდებით 20 წლის პირი დააკავეს

15 საათის წინ

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და სხვისი...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207