დავით საგანელიძე: ახალი საფინანსო ინსტიტუტი კომერციული ბანკების ხელშემწყობი იქნება

დავით საგანელიძე: ახალი საფინანსო ინსტიტუტი კომერციული ბანკების ხელშემწყობი იქნება

საპარტნიორო ფონდის საფინანსო ინსტიტუტად გარდაქმნა წლის ბოლოსთვის დასრულდება. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე "აიპრესთან" საუბრისას აცხადებს, რომ საპარტნიორო ფონდის რესტრუქტურიზაციაზე მუშაობა სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან და KFW-სთან ერთად მიმდინარეობს.

კითხვაზე შევა თუ არა ახალი საფინანსო ინსტიტუტი კომერციულ ბანკებთან კონკურენციაში, დავით საგანელიძე აცხადებს, რომ საფინანსო ინსტიტუტი კომერციულ საფინანსო სექტორს ფინანსური აქტივების განთავსების მეტ შესაძლებლობას მისცემს. მისივე თქმით, სახელმწიფო სექტორმა კომერციული ბანკებისთვის მიმზიდველი უნდა გახადოს ის სფეროები, რომლებიც დღეს ნაკლებად აქტიურია.

"მე ვფიქრობ, რომ საპარტნიორო ფონდი, სწორედ იმ ფუნქციებით, რომელ ფუნქციებზეცაა საუბარი, რომ ის გადრაიქმნება საფინანსო ინსტიტუტად, იქნება ხელშემწყობი იმისთვის, რომ კერძო კომერციულმა ბანკებმა ნახონ უფრო მეტი განთავსების ბაზარი თავიანთი ფინანსური აქტივების, ვიდრე დღეს არსებობს. ფაქტიურად, სახელმწიფო სექტორმა ამ შემთხვევაში უნდა გაჭრას ის მიმართულებები, ის სექტორები და ის რეგიონები, რომლებიც დღეს ნაკლებად აქტიურია, ან საერთოდ არააა აქტიური კომერციული საფინანსო სექტორისთვის და შემდგომ საინტერესო გახადოს ეს სფეროები სწორედ კომერციული ბანკებისათვის", - აცხადებს საგანელიძე.

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

4 საათის წინ

კახეთი Bavaria-ს ლუდის ფესტივალის მასპინძელია. 22 ივლისს თელავში Bavaria-ს ლუდის, რიგით მეოთხე ფესტივალი გაიმართება, სადაც სიურპრიზის სახით Bavaria-ს სამშობლოში მოგზაურობა გათამაშდება. "Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. სს...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080