"ნუ ჩქარობ, დადე ბურთი, ხოშიანია" - მორაგბე მინისტრები (ვიდეო)

"ნუ ჩქარობ, დადე ბურთი, ხოშიანია" - მორაგბე მინისტრები (ვიდეო)

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვეტერანებმა და მინისტრებმა, მთავრობის წევრებმა გადაწყვიტეს ბორჯღალოსნებისთვის ამ ტიპის მხარდამჭერი აქციის გამართვა. ამავდროულად ეს არის რაგბის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, მიიღებს თუ არა მინისტრთა კაბინეტიდან ვინმე მონაწილეობას ხვალინდელ თამაშში ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა:

"რამდენიმე მინისტრი დაგვპირდა, რომ მიიღებენ მონაწილეობას და იმედია, ხვალ ვიხილავთ ჩვენს კოლეგებს".

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დღეს, ხვალინდელი მატჩისთვის ემზადებიან.

ხვალ, 6 ოქტომბერს 19:00 საათზე შევარდენის სანაკრებო ბაზაზე, მსოფლიო თასზე წარმატებით მოასპარეზე ბორჯღალოსნების მხარდამჭერი მატჩი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ვეტერანი მორაგბეები და მთავრობის სხვა წარმომადგენლები

მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფებში არსებული მდგომარეობა მეორე ტურის შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფებში არსებული მდგომარეობა მეორე ტურის შემდეგ

6 საათის წინ

მეორე ტაიმში პოლონეთმა თითქოს კარგად დაიწყო და ანაგარიშის გათანაბრებაც შეეძლო. თანაგუნდელის გრძელი გადაცემის შემდეგ ძალიან კარგად ითამაშა გუნდის ლიდერმა ლევანდოვსკიმ, ბურთი ჩამოიღო და კარისკენაც გაისროლა, მაგრამ კოლუბბიელთა კიპერმა გუნდი...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207