გამოცდების ეროვნული ცენტრის "ფეისბუქ" გვერდზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის "ფეისბუქ" გვერდზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს და მიმართავს საზოგადოებას, რომ მათ ძველი "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს აღარ ენდონ.

"გაცნობებთ, რომ ჰაკერული შეტევის გამო ვეღარ ვმართავთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის Facebook-ის გვერდს: www.facebook.com/www.naec.geგთხოვთ, აღარ ენდოთ ამ გვერდზე 2 ოქტომბრიდან გამოქვეყნებულ არცერთ ინფორმაციასა თუ კომენტარს.

ნებისმიერი სიახლე განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge და Facebook-ის ახალ გვერდებზე: Naec შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და Naec PR-Department. გთხოვთ, მოიწონოთ ცენტრის ახალი გვერდი",- ნათქვამია, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სლოვენიაში ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა

სლოვენიაში ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა

2 საათის წინ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები. თურქეთში, ქალაქ ანკარაში სასტუმრო შერატონის შენობა; ლიტვაში, ვილნიუსის ცენტრალური ხიდი და ერთ-ერთი მთავარი...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237