დიმიტრი გაბუნია: აფხაზეთის გარეშე საქართველო წარმატებული სახელმწიფო ვერასოდეს იქნება

დიმიტრი გაბუნია: აფხაზეთის გარეშე საქართველო წარმატებული სახელმწიფო ვერასოდეს იქნება

აფხაზეთიდან, კერძოდ კი სოხუმიდან დევნილი, საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება აფხაზეთის დასაბრუნებლად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.  

„აიპრესთან“ საუბრისას გაბუნია წუხილს გამოთქვამს, რომ მოდის თაობა, რომელმაც აფხაზეთის შესახებ ბევრი არაფერი იცის.

„რაც წლები გადის, მით უფრო ავიწყდებათ აფხაზეთი. მოდის თაობა, რომელსაც საერთოდ არ ახსოვს აფხაზეთი, ან როგორ უნდა ახსოვდეს რაც არ უნახავთ?! აქ ყველაზე მთავარი ის არის რომ, ის სულისკვეთება რომელიც უნდა იყოს - არ არის. 

სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი და არამარტო მატერიალური თვალსაზრისით... გარდა იმისა, რომ დევნილს თანხას უხდი ყოველთვიურად და სახლს უშენებ, უნდა იზრუნო ტერიტორიული მთლიანობისა და აფხაზეთის დაბრუნებაზე... ეს არის დეკლარირებული, რასაც ეფექტური და გონიერი მიდგომა ჭირდება. ეს საკითხი მატერიალურ დონეზე არ უნდა დავიდეს. 

ერთი და ორი წელი არ გასულა, 22 წელი გავიდა მას შემდეგ. მატერიალიურს რომ თავი დავანებოთ ეს იყო სერიოზული სტრესი. კარგად ვიცი რას ნიშნავს სვანეთის გზით გადმოსვლა და საკუთარი სახლის იძულების წესით დაკარგვა. იმის ნაცვლად, რომ შესაბამისი სტრუქტურები ეფექტურად მუშაობდნენ... ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ შედეგს და გული მწყდება ამაზე“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, წლებს თავისი მოაქვს და რაც შეეხება აფხაზეთთან კონტაქტს ურთიერთობა ახლა უფრო ადვილია. „ჩვენს აფხაზ მეგობრებთან ურთიერთობა ადრე უფრო რთული იყო, ახლა სიტუაცია შერბილებულია. თუმცა იმ ადამიანებთან, ვისთანაც აქტიური ურთიერთობა მქონდა, აფხაზეთის დატოვების შემდეგ, არ მქონია. 

მგონია რომ აფხაზებთან ურთიერთობა გაადვილებულია, თუმცა ეს კომუნიკაცია არის სპონტანური და არა სახელმწიფოებრივ დონეზე. ბევრი პრობლემაა... თუ ჩვენ ვერ დავიბრუნეთ აფხაზეთი, როგორც ძირძველი ქართული ტერიტორია, საქართველო წარმატებული სახელმწიფო ვერასდროს იქნება.

ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ნაკლები ხდება შანსი იმისა, რომ დაბრუნება მოხდეს. საჭიროა ქმედითი და ეფექტური ღონისძიების გატარება, არამარტო ხსოვნისთვის პატივის მიგება, იდეოლოგიური სამუშაოებია ჩასატარებელი. თუნდაც ჩემი შვილის თაობისთვის, რომელმაც იცის რომ სოხუმი და აფხაზეთი იყო, მაგრამ ამას ვერ გრძნობს. შეიცვალა თაობა, რომელსაც აღარ ახსოვს აფხაზეთი“, - ამბობს გაბუნია. 

პარლამენტის დელეგაცია შალვა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის დელეგაცია შალვა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

2 საათის წინ

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ალი ლარიჯანისთან გამართეს. ალი ლარიჯანიმ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207