27 სექტემბერი - სოხუმის დაცემიდან 22 წელი გავიდა

27 სექტემბერი - სოხუმის დაცემიდან 22 წელი გავიდა

დღეს სოხუმის დაცემიდან 22 წელი შესრულდა... ომი 1992 წლის 14 აგვისტოს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთეს. პირველი გასროლა ოჩამჩირის რაიონში გაისმა. აფხაზმა სეპარატისტებმა ქართულ სამხედრო შენაერთებს, რომლებიც იქ რკინიგზის დაცვის მოტივით შევიდნენ ცეცხლი გაუხსნეს.

ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, 1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაეცა. მძიმე შეიარაღების გარეშე დარჩენილი სოხუმის ქართული შენაერთები ერთკვირიანი ბრძოლების შემდეგ იძულებულები გახდნენ სოხუმი დაეტოვებინათ. 

ომის დაწყებიდან ოთხ დღეში ქართულმა მხარემ სოხუმი აიღო. აფხაზეთის დე-ფაქტო მეთაურმა ვლადისლავ არძინბამ ქალაქი დატოვა და გუდაუთაში გადავიდა. ქართულმა ჯარმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შენობა ბრძოლის გარეშე აიღო. სოხუმის თავზე აფხაზური დროშის მაგივრად, შინდისფერი დროშა აფრიალდა. ამას მოჰყვა 19 სექტემბერს გაგრის დაკავება. ერთი შეხედვით, ქართული შენაერთები საბრძოლო მოქმედებებს წარმატებით ახორციელებდნენ.

აფხაზურ მხარეს არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო გარნიზონი. გარდა ამისა, ომში ჩაება ადგილობრივი სომხებისგან დაკომპლექტებული შენაერთი და მთიელ ხალხთა კონფედერაცია. აფხაზური მხარე რუსებისგან შეიარაღების გარდა ცოცხალ ძალასაც იღებდა. დაპირისპირების მასშტაბები დღითიდღე იზრდებოდა.

კონფლიქტის მოგვარების მიზნით ჩატარებული შეხვედრები უშედეგოდ მთავრდებოდა. 3 სექტემბერს ედუარდ შევარდნაძე, რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი და ვლადისლავ არძინბა ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ. მიზანი დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა იყო. გაფორმდა დოკუმენტი, რომლის მიხედვით 5 სექტემბრიდან აფხაზეთში ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო. დოკუმენტი აგრეთვე ითვალისწინებდა ტერიტორიიდან დაქირავებული რაზმების გაყვანას და ქართული საჯარისო ფორმირებების დისლოკაციის შეცვლას. მიუხედავად ამისა, შეთანხმება დაირღვა და ცეცხლი არ შეწყვეტილა.

როგორც ცნობილია, იმ დროისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალები მოუწესრიგებელი იყო. თითქმის არ არსებობდა ბატალიონებს შორის კოორდინაცია. აგრეთვე იშვიათად შეხვდებოდით საერთო მეთაურობას. უცნობი იყო ქალაქის დაცვის საერთო გეგმაც. შეიძლება ესეც ჩაითვალოს მოვლენების შემდგომი განვითარების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად.

აფხაზური შენაერთების შემტევ ძალას შამილ ბასაევის კონფედერატთა ბატალიონი და კაზაკები წარმოადგენდნენ. მათ 1992 წლის 5 ოქტომბერს რუსეთის საზღვარზე საკუთარი დროშა ააფრიალეს. ქართულმა მხარემ გაგრა დაკარგა. ამის შემდეგ ვითარება ქართული მხარის საპირისპიროდ შემოტრიალდა. დღითიდღე იზრდებოდა დაკარგული ტერიტორიების რაოდენობა. აფხაზებმა მოახერხეს და დაიკავეს მაღალმთიანი რაიონები. ამით სოხუმისკენ გზა, ფაქტობრივად, გახსნილი იყო.

1993 წლის 27 ივლისს ქალაქ სოჭში რუსეთის შუამავლობით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. მისი მონაწილეები დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლები იყვნენ. შემუშავდა ოფიციალური დოკუმენტი,რომლის მიხედვით აფხაზეთს ტოვებდა ყველა დაქირავებული მებრძოლი, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ფორმირებების უმეტესობა. აფხაზურ ტექნიკაზე კონტროლი კი აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ არმიას დაევალა.

1993 წლის 1 სექტემბერს აფხაზეთიდან უკანასკნელი ქართული ტანკი და ქვემეხი გაიტანეს. ყველაფრის მიუხედავად, აფხაზურმა მხარემ 16 სექტემბერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია და იერიშზე გადავიდა. არტილერიამ, რომელიც წესით რუსულ მხარეს უნდა გაეკონტროლებინა, ცეცხლი გახსნა. 27 სექტემბერს ქალაქი საბოლოოდ დაეცა.

ალბათ, არ არის გასაკვირი, რომ ეს თემა აქტუალობას არასდროს კარგავს. ენგურს მიღმა დარჩენილები ამ დღეს საზეიმოდ აღნიშნავენ, ხოლო ქართული მხარისთვის 27 სექტემბერი გლოვის და ომში დაღუპულთა ხსენების დღეა.

ამ უდიდესმა ტრაგედიამ 20 000-დან 30 000-მდე ეთნიკური ქართველი შეიწირა, ხოლო 300 000-ზე მეტი ლტოლვილად აქცია.

დღემდე აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკაა,რომელიც სეპარატისტული რეჟიმის კონტროლის ქვეშ იმყოფება. მისი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბაა, რომელიც ბოლო დროს რუსეთის აფხაზეთისადმი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა. ამის გამომწვევი მიზეზი კი ის არის,რომ თანხები,რომელიც რუსეთს ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებისთვის უნდა გადაერიცხა, ე.წ დამოუკიდებელ სახელმწიფოს ბოლომდე არ მიუღია.

რაც შეეხება აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხს, რომელზე საუბარიც დღემდე არ წყდება, მას დღეს მხოლოდ 4 სახელმწიფო აღიარებს. რუსეთთან ერთად ეს სახელმწიფოებია ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ.

თბილისში, მე-8 სართულიდან შუახნის კაცი გადმოვარდა

თბილისში, მე-8 სართულიდან შუახნის კაცი გადმოვარდა

10 საათის წინ

როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამრთლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207