ზურაბ ტყემალაძე: საკონსტუტიციო სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას დავემორჩილებით

ზურაბ ტყემალაძე: საკონსტუტიციო სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას დავემორჩილებით

დღეს ოპოზიცია საკონსტუტიციო სასამართლოს მიმართავს და ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას გააპროტესტებს. მათ უკვე 30-მდე ხელმოწერა აქვს.

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თამჯდომარე ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, საკონსტუტიციო სასამართლოსთვის მიმართვის არანაირი საფუძველი არ არსებობს, რადგან მათ არ დაურღვევიათ არანაირი კანონი.

„მინდა გითხრათ, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში არ მოდის კონსტიტუციასთან. ეს პრეზიდენტმა თავისი ხელმოწერითაც დაადასტურა. თუმცა ყველას აქვს უფლება, ბოლომდე გაერკვეს, რა მოხდა. შეიტანოს სარჩელი საკონსტუტიციო სასამართლოში. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ბევრი სურპრიზი მიგვიღია და შეიძლება ახლაც მივიღოთ საკონსტუტიციოს სასამართლოსგან. არ არის პრობლემა. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ. ჩვენ კანონმორჩილები ვართ. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საკონსტუტიციო სასამართლო, იმას დავემორჩილებით“, - განაცხადა ტყემალაძემ.

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

4 საათის წინ

კახეთი Bavaria-ს ლუდის ფესტივალის მასპინძელია. 22 ივლისს თელავში Bavaria-ს ლუდის, რიგით მეოთხე ფესტივალი გაიმართება, სადაც სიურპრიზის სახით Bavaria-ს სამშობლოში მოგზაურობა გათამაშდება. "Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. სს...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080