"ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო 102 ქვეყანას შორის მე-16 ადგილს იკავებს"

"ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო 102 ქვეყანას შორის მე-16 ადგილს იკავებს"

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის მე-16 ადგილს იკავებს.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (The International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნდა „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2015“ (Open Budget Survey 2015) შედეგები, რომლის თანახმადაც საქართველომ 66 ქულით მე-16 ადგილი დაიჭირა მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის http://internationalbudget.org/…/OBS2015-OBI-Rankings-Engli…, რითაც მნიშნველოვნად გაიუმჯობესა პოზიციები 2012 წლის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით (2012 წლის ინდექსის თანახმად 33-ე ადგილს ვიკავებდით http://internationalbudget.org/…/OBI-2012-Rankings-English.…).

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პოზიციით საქართველო მოექცა მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნების (Substantial Transparent) რიგში და წინ უსწრებს რეგიონის ყველა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას.

აღნიშნული კვლევა და ღია ბიუჯეტის ინდექსის დადგენა 2-3 წელიწადში ერთხელ ხორციელდება, შესაბამის ქვეყანაში არსებული სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და შეისწავლის მთავრობის მიერ საჯარო ფინანსების მართვის სისტემას ბიუჯეტის გამჭვირვალობის, საბიუჯეტო პროცესში მხარეთა ჩართულობისა და ბიუჯეტის მართვაზე ზედამხედველობის მიმართულებით.

აღნიშნულ რეიტინგში ინდექსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება წარმოადგენს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგს, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალე მართვა. მთავრობა აგრძელებს მუშაობას საჯარო ფინანსების მართვის რეფორმაზე, მათ შორის საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოების მხრიდან მეტი ჩართულობის მიმართულებით", – აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროში. 

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

22 საათის წინ

სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი, რომელსაც დღესასწაულის მონაწილეები სტუმრობენ და ათვალიერებენ. აქსის თაუერსი თბილისის მომავლის სახეა და ნათლად აჩვენებს, თუ როგორი იქნება, სწორი დეველოპმენტის განხორციელების შემთხვევაში...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237