გერმანია 2015 წელს ლტოლვილების უზრუნველსაყოფად 10 მილიარდ ევრომდე დახარჯავს

გერმანია 2015 წელს ლტოლვილების უზრუნველსაყოფად 10 მილიარდ ევრომდე დახარჯავს

გერმანიის დანახარჯები ლტოლვილებზე 2015 წელს, 10 მილიარდ ევრომდე გაიზრდება, რაც თითქმის 4-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. 

გერმანული მედიის ცნობით, გასულ წელს მთავრობის მიერ ლტოლვილებზე დახარჯულმა თანხამ 2,4 მილიარდი ევრო შეადგინა, მას შემდეგ კი ქვეყანამ 200 000 ლტოლვილი მიიღო და წლის ბოლომდე მათი რიცხვი, შესაძლოა, 800 000-მდე გაიზარდოს.

წლიური ხარჯები თითოეულ ლტოლვილზე დაახლოებით 12 000 ევროა. აღნიშნული თანხა მოიცავს, საცხოვრებელს, საკვებს, სამედიცინო დაზღვევას და ადმინისტრაციულ ხარჯებს.

გერმანიის მთავრობამ 450 000 ლტოლვილის მისაღებად ივლისში 5,6 მილიარდი ევრო გამოყო.

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

20 საათის წინ

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური აქტიურად მუშაობს საქართველოს საზღვაო სივრცეში მცურავი გემებისათვის ზუსტი მონაცემების (რუკები) მიწოდებაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული საზღვაო ინცინდენტები და უზრუნველყოფილი იყოს...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072