ნოდარ ხადური: მიმდინარე წლის შემოსავლების და ხარჯების გეგმა თანაბრობით აღინიშნება

ნოდარ ხადური: მიმდინარე წლის შემოსავლების და ხარჯების გეგმა თანაბრობით აღინიშნება

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენა სთხოვა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე წლის შემოსავლების და ხარჯების გეგმა თანაბრობით აღინიშნება. მინისტრის თქმით, საგადასახადო შემოსავლებმა 5 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 66 პროცენტია. ბიუჯეტის შემოსულობებმა 6 მილიარდ 304 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მინისტრის თქმით, წინა წლის მაჩვენებელს 804 მილიონი ლარით აღემატება.

"იანვარ აგვისტოში საგადასახადო შემოსავლებმა 5 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 66 პროცენტი, 9 თვის გეგმის 89 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 530 მილიონი ლარით, დაახლოებით 11 პროცენტით აღემატება.

2015 წლის იანვარ-აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა შეადგინა 6 მილიარდ 304 მილიონი ლარი, რაც წინა წლის მაჩვენებელს 804 მილიონი ლარით აღემატება და 9 თვის გეგმის 87 პროცენტია. მიმდინარე წლის შემოსავლების და ხარჯების გეგმა თანაბრობით აღინიშნება. გადასახადებზე არის 66 პროცენტი, სხვა შემოსავლებზე არის 65 პროცენტი, არაფინანსურ აქტივების კლება ანუ პრივატიზაცია არის 71 პროცენტი.

იანვარ-აგვისტოში გაწეული გადასახდელები 6 მილიარდ 10 მილიონი ლარია, რაც 9 თვის გეგმის 83 პროცენტია. კაპიტალური პროექტების განხორციელებაზე გაწეულია უკვე 900 მილიონი ლარი, რაც 32 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
მუნიციპალიტეტების და ავტონომიების ბიუჯეტების იანვარ-აგვისტოს ხარჯი შეადგენს მილიარდ 260 მილიონ ლარს", - განაცხადა მინისტრმა.

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

23 საათის წინ

"Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. სს "ქართული ლუდის კომპანია" Bavaria-სთან ერთად ამ წამოწყებით ამაყობს, მით უმეტეს, რომ შევძელით რეგიონებში გარკვეული მუხტი შეგვეტანა.  22 ივლისს უკვე  რიგით მეოთხე პრიზს...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080