ოქუაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ "ომეგას" თემაზე ეს უხილავი ძალები გამჭვირვალე გავხადოთ

ოქუაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ "ომეგას" თემაზე ეს უხილავი ძალები გამჭვირვალე გავხადოთ

ამის შესახებ "ომეგა ჯგუფისა" და ტელეკომპანია "იბერიის" დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა "იბერიის" ეთერში, გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.

"პირველ რიგში მათ ტელევიზია უნდოდათ. ეს არის არაკონტროლირებადი თავისუფალი მედია, რომელსაც როგორც ჩანს მმართველი ძალა ვერ იტანს. ვერ იტანს ვერაფერს რაც მათი მხრიდან არ არის აბსოლუტურად კონტროლირებადი. 

კითხვაზე, არხს ფინანსური რესურსი გადაკეტილი აქვს და "ომეგა ჯგუფს" აქვს იმის რესურსი რომ ტელევიზია არჩინოს? - პასუხობს: 

"წნეხი ბოლო წლებში არსებობს, მაგრამ მან მოიმატა რაც მეტი ინვესტიცია გაკეთდა, მით უმეტეს ბრიტანეთიდან. ბოლო 5 წელში გაკეთებულია მარტო 45 000 სტერლინგის ინვესტიცია, დაახლოებით 200 000 ლარს აჭარბებს. ამ წნეხის ვითარებაში სურვილია, რომ "ომეგა" დაასუსტონ. ყველა ძალას მივმართავთ, როგორიც არის საერთაშორისო სამართალი და დიპლომატიური მხარე. გასაგები და გამჭვირვალე გავხადოთ თითქოს ეს უხილავი ძალები. მივმართავ ხელისუფლებას: რაც მეტ გაკონტროლებას მოინდომებთ, მით მეტად სუსტდებით".

კითხვაზე წინა ინტერვიუში განაცხადა, რომ ბანდა ებრძოდა "ომეგა ჯგუფს" და ვის გულისხმობდა ბანდაში პასუხობს, რომ "ყველა თანამდებობის პირს, თუ ყოფილ უმაღლეს თანამდებობის პირს, რომელიც კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობდა. რომელსაც ჰქვია გამოძალვა, რეკეტი და კორუფცია. ჩემი ახსნით ეს ბანდაა. 

მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და როდესაც თბილისში დავბრუნდები პროკურატურას აუცილებლად მივცემ ჩვენებას.ეს დაახლოებით თვის ბოლოს მოხდება, როცა აქაც დამთავრდება შესაბამისი მოქმედებები. ვის საწინააღმდეგოდ და როგორ იმოქმედებენ, ეს მეორე საკითხია. ძალიან არაორდინალურ ვითარებასთან გვექნება საქმე. მე ჩემს მოქალაქეობრივ ვალს შევასრულებ, რათა დავანახო ჩვენს ხალხს, რათა მაინც აირჩიონ ეს ყველაფერი", - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა. 

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

2 საათის წინ

დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ამოღებულია 201 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. "მანოკი", რომლითაც მოქალქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172