ოქუაშვილი:"ომეგას" წილების დათმობაზე ჩემთან არა მარტო ყიფიანი საუბრობდა, ის შემსრულებელი იყო

ოქუაშვილი:"ომეგას" წილების დათმობაზე ჩემთან არა მარტო ყიფიანი საუბრობდა, ის შემსრულებელი იყო

ამის შესახებ ტელეკომპანია "ომეგა ჯგუფისა" და "იბერიის" დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა "იბერიის" ეთერში, გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" განაცხადა.

მისი თქმით, ის კმაყოფილია იმის გამო, რომ მედიაში გავრცელებული სატელეფონო საუბრების შემდეგ საქმით გამოძიება დაინტერესდა.

"გარკვეული დროის წინ იყო უკანონო ქმედება თანხის წაღებასთან დაკავშირებით. ეს ორივე ერთიან ჯაჭვს წარმოადგენს. 

ამ ფაქტების შესახებ ჩვენ სულ ვსაუბრობდით. რომელი ფაქტიდან უნდა დავიწყოთ? იმდენია. ეს არის ერთიანი ჯაჭვი და ამიტომ ვაკეთებ ამაზე საჯარო განცხადებას. ეს ფაქტები უკვე განვაცხადე ლონდონში ამ საკითხებზე განსახილველ სასამართლო დავასთან დაკავშირებით", - აღნიშნა მან . 

კითხვაზე, ლაპარაკობდა თუ არა ამაზე რეალურად სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი "იბერიას" დათმობაზე და ფულის წაღებაზე ხელისუფლებასთან? - პასუხობს: 

"რა თქმა უნდა. ბოლო რამდენიმე წელია ეს მიმდინარეობს. წნეხის ქვეშ იყო "ომეგა". ყიფიანი საუბრობდა და არა მარტო ყიფიანი. ყიფიანი რა თქმა უნდა შემსრულებებლი იყო, თუმცა მას ჰქონდა საკმაოდ ძლიერი ორგანიზატორული ნიჭი და პასუხისმგებლობა. აუცილებელია ამ საქმეზე მოქმედ პირთა წრე გაფართოვდეს და მეტი სახელი და გვარი ვიხილოთ. ვერ გვექნება მიღწევები როცა ჩვენ ჩავეფლობით კორუფციისა და გამოძალვის ქსელში", - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

2 საათის წინ

დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ამოღებულია 201 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. "მანოკი", რომლითაც მოქალქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172