"რომელ ბებიას გაუხარდება, პენსიას უმატებენ, რადგან მთვარი კულტურა ვენახის ნაცვლა კანაფი ხდება"

"რომელ ბებიას გაუხარდება, პენსიას უმატებენ, რადგან მთვარი კულტურა ვენახის ნაცვლა კანაფი ხდება"

რომელ ბებიას გაუხარდება, პენსიას უმატებენ, რადგან მთვარი კულტურა ვენახის ნაცვლა კანაფი ხდება, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "იბერიას" გადაცემა "პოლიტიკურ სივრცეში" კანაფის კულტივაციის თემასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ეს არის აღმაშფოთებელი რაც ქვეყანაში ხდება. ჯერ ერთი დააკვირდით, ბოლო პერიოდში საქართველოში 2 მთავარი თემა იყო. ერთი ეს იყო ეროვნული ნაკრების კაპიტნის და ლგბტ თემის და მეორე მარიხუანას საკითხი. კიდევ კარგი ამ ორში მეტ-ნაკლებად ნეიტრალური გამოერია, კარგი მეთქი როგორ ვიტყვი, მაგრამ მაინც პოლიტიკური "იბერიის". ქვეყანა ცხოვრობს მარიხუანას და ლგბტ თემის პრობლემებით. 

არც აფხაზეთი, არც სამაჩაბლო, არც სამუშაო ადგილები, არც საშინაო და საგარეო პრიორიტეტები. არაფერი. მათ შორის არც საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც ხალხი უკვე ძალიან აგდებით უყურებს. საქართველოში, სადაც ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ახალგაზრდების დასაქმება და სადაც ისედაც დაზაფრული არიან მშობლები, რომ ახალგაზრდებმა ძირითად დროს რა უქნან. 

მარიხუანას ასეთი ფორმით ლეგალიზება და სულაც კანაფის მოყვანა, ეს წარმოუდგენელია. ხელისუფლება ამბობს ბიუჯეტს შევავსებთო. ეს არის ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული გარეწრობა. მივმართე ხელისუფლებას, ბიუჯეტი შეავსეთ ქარხანა-ფაბრიკების აშემენითა და სოფლის მეურნეობის დაფინასებით. 

თქვენ პირად საუბარში ბებია ახსენეთ და ბებიათქვენი კმაყოფილი იქნება, შეხედავს რომ ახალგაზრდობა მარიხუანით გაბრუებული ივლის?! რომელ ბებიას და ბაბუას გაუხარდება, ის რომ თუნდაც 1000 ლარი გაუხადო პენსია, თუ გაიგებს რომ ეს პენსია იმით არის მომატებული რომ საქართველოში კანაფი მოჰყავთ და საქართველოს მთვარი კულტურა ვენახი კი არა ახლა კანაფი იქნება, მაგრამ გაბრუებული ივლის. გაბრუებული ხალხი ადვილი სამართავია. ბარიერი უნდა არსებობდეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. შექმენით ისეთი ეკონომიკა, როგორიც ჰოლანდიაშია, სადაც დასაქმების პროცენტი მაღალია, სადაც მრეწველობა და სოფლის მეურნეობა მუშაობს, პარლამენტი მუშაობს, ქვეყანა ქვეყანას ჰგავს და მერე კი ბატონო. შეიძლება მერე ილაპარაკო იმ წესების შემოტანაზე, რაც ჰოლანდიაში მუშაობს. ვიმეორებ, სადაც ხალხს ვერ შესთავაზა ღირსეული სამუშაო ადგილები ახალგაზრდობას, შესთავაზა მარიხუანით გაბრუება და ახლა კიდევ ვენახს გააკაფინებს ხალხს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კობახიძე: მეგობრებმაც და მტრებმაც უნდა იცოდნენ, რამდენად მტკიცეა საქართველოს ერთგულება ტერიტორიული მთლიანობის, მშვიდობის მიმართ

კობახიძე: მეგობრებმაც და მტრებმაც უნდა იცოდნენ, რამდენად მტკიცეა საქართველოს ერთგულება ტერიტორიული მთლიანობის, მშვიდობის მიმართ

6 წუთის წინ

მისი თქმით, რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება პარადოქსული ვითარების წინაშე იდგა, წინამორბედი ადმინისტრაციისგან განსხვავებით. "იმ დროს, როდესაც წინა ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშურა მოსახლეობის და...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172