უსუფაშვილი: ომზე ზურაბიშვილის განცხადებები საერთაშორისო არენაზე ჩვენი პოზიციების განახევრებაა!

უსუფაშვილი: ომზე ზურაბიშვილის განცხადებები საერთაშორისო არენაზე ჩვენი პოზიციების განახევრებაა!

პარლამენტის ტოფილი თავმჯდომარე და პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მეორე წრეზე გაკეთებული განცხადებები ბიძინა ივანიშვილთან არის შეთანხმებული.

როგორც უსუფაშვილმა "აიპრესთან" ინტერვიუში განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები მმართველი პარტიის პოზიცია, რომ ის მის პოზიციას იზიარებს, ნიშნავს რომ როგორც მინიმუმ საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციები განახევრებულია. რაც ეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას, ჰააგის სასამართლოში რუსეთთან მიმდინარე სახელმწიფოებრივ დავას და ა. შ. 

 

როგორ შეაფასებთ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას და მიიჩნევთ თუ არა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ნებსით თუ უნებლიედ რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი?

აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბიშვილის განცხადებები ყოვლად მიუღებელი, დაუშვებელი და მოუთმენელია. ამას რაიმე ფორმით გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს. პრეზიდენტობის კანდიდატი იდეაში პრეზიდენტის როლში უნდა დავინახოთ, ვინაიდან შესაძლოა ის გახდეს პრეზიდენტი. ასეთი ტიპის განცხადებები პრეზიდენტის მხრიდან ჩემი ღრმა რწმენით არის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება.

როგორ ფიქრობთ, ეს ბიძინა ივანიშვილთან შეუთანხმებლად ხდება? კარგად იცნობთ ივანიშვილს და ალბათ დაახლოებით ხვდებით სურათს...

ის, რომ მისი პირველი განცხადებების შემდეგ „ოცნებამ“ თითქმის უარი თქვა მის კანდიდატობაზე და დისტანცია დაიჭირა, გვახსოვს. ანუ თავიდან, პირველი განცხადება, რომ ივანიშვილთან ყოფილიყო შეთანხმებული, ეს ასე არ მგონია. თუმცა, მეორე წრეზე მათი ურთიერთობის აწყობა-დათბობის და ბოლოს ერთმანეთის პოვნის კვალობაზე დღეს ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს საკითხი „ოცნების“ ლიდერებთან, უშუალოდ ივანიშვილთან თუ კიდევ სხვებთანაც როგორც ჩანს გზავნილი და შეთანხმებულია. ამიტომ, ეს ორჯერ უფრო პრობლემურია. მმართველი პარტია თავისი კანდიდატის მეშვეობით უკვე ამას ლაპარაკობს. „ოცნება“ ამბობს, რომ ჩვენი პოზიცია ემთხვევა მის პოზიციასო. მათ მიერ ქვეყნისთვის შეთავაზებული მომავალი პრეზიდენტიც ამასვე ლაპარაკობს.

ასეთ ვითარებაში როგორც ჩანს ფუნდამენტური საკითხებია განსამარტი კანდიდატებისთვის. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს წარმომადგენელი. ეს სიტყვა „წარმომადგენელი“ საკმაოდ ღრმა შინაარსის მქონეა. აქ ადამიანი თავის თავს აღარ წარმოადგენს, სახელმწიფოს წარმოადგენს. სახელმწიფო ინტერესებს უნდა უქვემდებარებდეს ყველაფერ თავის პირად ინტერესს, ვნებას, ემოციას და სხვა თემებს. შედარებისთვის, ადვოკატი რომ არის ხოლმე სასამართლოზე წარმომადგენელი თავისი კლიენტის, იქ ადვოკატისგან ველით, რომ ვისაც წარმოადგენს იმის ინტერესების 100 %-ით დაცვას და არა თავისი მოსაზრების და და შეხედულებების. საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოს ინტერესებს წარმოადგენს.

რაც არ უნდა კითხვები მქონდეს სააკაშვილთან, როგორც ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან, მისი მოქმედების სისწორესთან, მისი ნაბიჯების გათვლილობასთან და ა. შ. ეს არის საკითხების ერთი წრე, მაგრამ მეორეა საქართველო რუსეთთან მიმართებით არის რაიმე ფორმით დამნაშავე? საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილ რუსეთის ჯართან გამკლავების პროცესში სწორი ნაბიჯები გადაიდგა თუ არასწორი. ტაქტიკურად აქედან სჯობდა თავდაცვა თუ იქიდან თავდასხმა, ეს იარაღი უნდა გამოეყენებინა თუ სხვა. უნდა მოეცადა სანამ ვინმე მოგვეშველებოდა თუ ჩართულიყო საბრძოლო მოქმედებებში? ამ თემებზე შეიძლება გვქონდეს უამრავი სხვადასხვა მოსაზრება და ვიღაცა გავკიცხოთ კიდეც, რომ შენ კარგი გენერალი ვერ იყავი. მაგრამ, ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ საქართველოს როგორც სახელმწიფოს და რუსეთის როგორც სახელმწიფოს ურთიერთობებზე.

ამ საკითხში რაიმე ეჭვის შეტანა საქართველოს წარმომადგენლის მხრიდან და საუბარი მძინარე, მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვაზე, ეს საერთაშორისო დონეზე ნიშნავს ჩვენი ინტერესების შესაბამისი განწყობების, არაღიარების პოლიტიკის, რუსული ჯარების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა, ჰააგის სასამართლოში მიმდინარე სახელმწიფოებრივი დავის, მთელი ამ პროცესში ჩვენი პოზიციების მინიმუმ ნახევრით შემცირებას.

ანუ, გამოდის რომ სალომე ზურაბიშვილი და „ქართული ოცნება“ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციებს ერთად ანახევრებს?

პოლიტიკურ ოპონენტებთან პაექრობაში გართულები ისინი უშვებენ იმდენად კატასტროფულ შეცდომას და იმდენად არ უწევენ ანგარიშს საქართველოს სახელმწიფო ინტერესს, ოკუპანტ სახელმწიფოსთან მიმართებაში. საარჩევნო კამპანიურ ინტერესებს თუ მოქალაქეთა ხმების მობილიზების ინტერესებს ანიჭებენ გაცილებით მეტ მნიშვნელობას, ვიდრე საქართველოს როგორც სახელმწიფოს გრძელვადიან, მრავალწლიან, ფუნდამენტურ ინტერესებს.

დავით უსუფაშვილთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

ოხანაშვილი:ადგილობრივი ბიზნესი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მზად ვართ ანტიდემპინგურ კანონზე მსჯელობა დავიწყოთ

ოხანაშვილი:ადგილობრივი ბიზნესი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მზად ვართ ანტიდემპინგურ კანონზე მსჯელობა დავიწყოთ

30 წუთის წინ

როგორც იურისტები ამბობენ, არაა გამორიცხული, გარდა ადგილობრივი წარმოების შეფერხებისა, მსგავსი კანონის არარსებობამ სერიოზული კითხვები გაუჩინოს ინვესტორებსაც. ამას ემატება კიდევ უფრო დიდი თავსატეხი ქვეყნისთვის, ეს გახლავთ უხარისხო...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172