სალომე ზურაბიშვილი: ევროპა არის ხონი

სალომე ზურაბიშვილი: ევროპა არის ხონი

ვანის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, იმერეთში შეხვედრებს განაგძობს, სალომე ზურაბიშვილი ხონის კულტურის ცენტრში ამომრჩეველს შეხვდა.

მან ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხად,ა რომ მისი ერადერთი მიზანია საქმის კეთება, ზურაბიშვილის თქმით ის დიდ ყურადღებას დაუთმობს რეგიონების განვითარებას.

"ვიცი, რომ ეს საქმე იქნება რთული, სოციალური ფონი არის ძალიან მძიმე. მე მოვიარე ყველა რეგიონი და ვიცი რა მდგომარეობაშია ქვეყანა, მაგრამ მეტი მაქვს სანახავი და მოსასმენი და სწორედ ამიტომ მოვდივარ. ყველაზე დიდი ნაწილი თბილისში აღარ ვიქნები, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისთვის რეგიონების ძლიერიება.

რეგიონების განვითარების გარეშე საქართველო ვერ განვითარდება, ევროპა ისე ვერ გავხდებით. აუცილებელია რეგიონები განვავითაროთ ეკონომიურად და საჭიროა ყველა რეგიონს ქონდეს განვითარების სტრატეგია და არ იყოს ჩამოკიდებული მხოლოდ თბილისზე.

ვსაუბრობთ ევროპაზე და გეტყვით, რომ ევროპა არის ხონი. აქ მოსვლამდე შევხვდი ქალთა კლუბის წევრებს და მივხვდი, ეს არის ევროპა, როცა პატარა ქალაქში ცხოვრობს კულტურა. ეკონომიკა და კულტურა აცოცხლებს რეგიონს.

ჩვენ ევროპელები ვიყავით, საქართველოს ყველა ნაწილი იყო განვითარებული, შემდეგ საბჭოთა კავშირმა მოგვახვია თავს თავისი ცენტრალიზაცია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კობახიძე: მეგობრებმაც და მტრებმაც უნდა იცოდნენ, რამდენად მტკიცეა საქართველოს ერთგულება ტერიტორიული მთლიანობის, მშვიდობის მიმართ

კობახიძე: მეგობრებმაც და მტრებმაც უნდა იცოდნენ, რამდენად მტკიცეა საქართველოს ერთგულება ტერიტორიული მთლიანობის, მშვიდობის მიმართ

27 წუთის წინ

მისი თქმით, რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება პარადოქსული ვითარების წინაშე იდგა, წინამორბედი ადმინისტრაციისგან განსხვავებით. "იმ დროს, როდესაც წინა ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშურა მოსახლეობის და...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172