ახალგაზრდა ძიუდოისტების ოქრო, 2 ვერცხლი და ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

ახალგაზრდა ძიუდოისტების ოქრო, 2 ვერცხლი და ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

  • სპორტი
  • 14 სექტემბერი, 2018
  • 18:34
  • ადმინისტრატორი

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძიუდოში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის მეორე დღის შეხვედრები დასრულდა.

70 კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურიამ ორი მეტოქე, ბერძენი იოანა დიმოვა და მონტენერგოელი ივანა პეკოვიჩი იპონით დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალისთვის შეხვედრაში, უილეთო ბრძოლაში, მეტოქის 2 შიდოს წილ თავად სამი მიიღო და იპონით დამარცხდა ნიდერლანდელ მერგიტ დე ვოდგთან. რაპეშაჟის პირველ შეხვედრაში მარიამმა ოქროს დროის მეოთხე წუთის დასაწყისში აღებული ვაზარით სძლია შვედ იდა ერიქსონს. რეპეშაჟის ფინალში მარიამმა იპონით სძლია ნიდერლანდელ ჯესიკა გორისენს და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ მარიამს სულ რაღაც ექვსი წამი დასჭირდა პირველ შეხვედრაში ბერძენი იოანა დიმოვას ტატამზე ბეჭებით დასადებად

57კგ წონაში მზია ბეროშვილმა პირველი შეხვედრა იპონით მოიგო ავსტრიელ ლიზა გრაბნერთან, მეორეში კი თავად დამარცხდა იპონით სერბ მარიკა პერისიცთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

ამავე წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა თანმიმდევრობით, იპონით დაამარცხა მაკედონიელი ბერნა შერიფოვსკა, დიდ ბრიტანელი აჩელია ტოპრაკი, გერმანელი კაროლინა ფრიცე და ფრანგი მერილინ ლუის სიდნი. ფინალში ეთერი კიდევ ერთ ფრანგს, სარა ლეონი კიზიქს შეხვდა და დამარცხდა. ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალის მფლობელი გახდა.

ვაჟთა 81 წონით კატეგორიაში საქართველოს ორი წარმომადგენელი ჰყავდა - ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი. ორივე მათგანი ფინალში გავიდა.

ლუკამ ფინალისკენ მიმავალ გზაზე იპონით დაამარცხა 4 მეტოქე - ბოსნია-ჰერცოგოვინელი ვუკ ელეზი, ესტონელი ასლანბეგ მაგომედკერიმოვი, პორტუგალიელი მიგელ ალვესი და იტალიელი კრისტიან პარლატი.

ასევე ოთხი იპონი დაფიქსირდა ტატო გრიგალაშვილს შეხვედრებში გერმანელ ემილ ჰენებახთან, ნიდერლანდელ იან რეინჯენსთან, უნგრელ რობერტ რაიაკისთან და აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან.

თანაგუნდელთა შორის გამართულ შეხვედრაში, ოქროს დროის 27-ე წამზე, ლუკამ ტატოს ვაზარი აუღო და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ტატო ვერცხლის მედალოსანია.

ამრიგად, გუშინ ჯაბა პაპინაშვილის (60კგ) და ბაგრატ ნინიაშვილის მიერ მოპოვებულ ორ ბრინჯაოს დღეს ოქრო,
ორი ვერცხლი და ბრინჯაო შეემატა.

ხვალ ტატამზე ქალთა 78კგ-მდე და +78კგ წონითი კატეგორიების და ვაჟთა 90კგ, 100კგ-მდე და +100კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები გამოვლენ. საქართველოს სახელს დაიცავენ: ქალთა შორის +78კგ წონაში სოფიო სომხიშვილი, ვაჟთა 90კგ წონაში ლაშა ბექაური, 100კგ წონაში ონისე სანებლიძე და ზაურ კენჭაძე, +100კგ წონაში გელა ზაალიშვილი. ზეგ, ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს, ქალთა და ვაჟთა გაერთიანებული ნაკრები გუნდები გუნდურ პირველობაში გაითამაშებენ მედლებს.

ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველივე შეხვედრა წააგო

ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველივე შეხვედრა წააგო

1 საათის წინ

-90 კგ წონით კატეგორიაში, ბექა ღვინიაშვილმა, ყველასთვის მოულოდნელად, პირველივე დაპირისპირება წააგო და მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად დაემშვიდობა. ქართველი ფალავანი გერმანელ ედუარდ ტრიპელთან დამარცხდა. ამავე წონით კატეგორიაში იასპარეზებს...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172