კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზია 25 000 ლარი ეღირება

კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზია 25 000 ლარი ეღირება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი ინიციატივით შესაძლოა ქვეყნიდან კანაფის ექსპორტი სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით ნებადართული გახდეს. უწყებამ კანონპროექტი მინისტრთა კაბინეტს უკვე წარუდგინა, თანხმობა მიიღო და საკანონმდებლო ორგანოშიც გადააგზავნა. 

შსს-ს წარმოდგენელი კანონპროტის მიხედვით, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის.

კერძოდ,  

"მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 29-ე პუნქტი:
„29. მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზია:

ა) სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ლიცენზია - 25 000 ლარი;

ბ) სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ლიცენზია - 25 000 ლარი;

გ) სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია - 25 000 ლარი;

დ) სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია - 25 000 ლარი;

ე) მცენარე კანაფის/გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მისგან დამზადებული პროდუქციის გადაზიდვის ლიცენზია - 25 000 ლარი;

ვ) მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების ლიცენზია - 25 000 ლარი;

ზ) მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების ლიცენზია - 25 000 ლარი;

თ) სამედიცინო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია - 25 000 ლარი;
ი) სამრეწველო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია - 25 000 ლარი;
კ) სამრეწველო ან/და სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის თესლის ან/და ნერგის იმპორტის ლიცენზია - 25 000 ლარი. “.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან", - ნათქვამია კანონპროექტში.

დაუჭერენ თუ არა მხარს დეპუტატები შსს ინიციატივას, ეს მოგვიანებით გაირკვევა. 

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

2 საათის წინ

დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ამოღებულია 201 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. "მანოკი", რომლითაც მოქალქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172