დავით უსუფაშვილი: დღევანდელ ვითარებაში კანაფის კულტივაცია საშინელი შეცდომაა

დავით უსუფაშვილი: დღევანდელ ვითარებაში კანაფის კულტივაცია საშინელი შეცდომაა

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ იმ ვითარებაში, როცა უამრავი საკითხია მოსაგვარებელი, კანაფის კულტივაცია საშინელი შეცდომაა.

ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ „აიპრესთან“ ინტერვიუში შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა. ინტერვიუს სრულ ვერსიას მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

„ეს არის საშინელი შეცდომა იმ ვითარებაში, როცა უამრავი სხვა საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი. საზოგადოებამ მიიღო შოკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. ჩვენ ის გვაქვს მოსაგვარებელი, რომ ნარკომანი დამნაშავე არ არის, ეს უნდა გავაცნობიეროთ საზოგადოების დონეზე, მაგრამ დააგვიანა პარლამენტმა კანონების მიღება.

სასამართლომ გადაწყვიტა ის, რაც გადაწყვიტა. ახლა ჩვენ გვაქვს სრულიად გაუგებარი ვითარება. სიგარეტის მოწევა სადაც არ შეიძლება, იქ მარიხუანას მოწევა შეიძლება. აი ამ დომხალში მთავრობას შემოაქვს კანონპროექტი, რომ მოდით მარიხუანა საერთოდ გავაშენოთო. ეს არის სუპერ უპასუხისმგებლო, ეკონომიკურად არასწორი და ნარკომანიასთან ბრძოლის თვალსაზრისით სუპერ კონტრპროდუქტიული ნაბიჯი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

2 საათის წინ

დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ამოღებულია 201 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. "მანოკი", რომლითაც მოქალქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172