საპროტესტო აქცია გორში-19 წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე ოჯახი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს

საპროტესტო აქცია გორში-19 წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე ოჯახი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს  გარდაცვლილი 19 წლის თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრებმა გორის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. ისინი უნდობლობას უცხადებენ ჩატარებულ გამოძიებას . საპროტესტო აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს პროკურატურას და შსს-ს ობიექტური გამოძიების ჩატარებას თხოვენ.

საპროტესტო აქციის დროს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
საპროსტესტო აქციას გორის ცენტრალურ ავტომაგისტრალთან ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიაკშვილიც შეუერთდებიან.

საპროტესტოა ქციის შემდეგ შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბრობენ რომ თორნიკე მერაბაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი 1999 წელს დაბადებული თ.მ.-ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას  საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით  აწარმოებს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო  გზაზე მყოფ 1999 წელს დაბადებულ თ.მ.-ს შეეჯახა ამავე გზაზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, რის შედეგადაც თ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის
მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხული 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად - კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით თუ რაიმე სხვა გარემოებით - დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა.",-ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში.
 

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

2 საათის წინ

დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ამოღებულია 201 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. "მანოკი", რომლითაც მოქალქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172