სუსი: IPRM-ის დღის წესრიგიდან დე ფაქტო ხელისუფლებამ ტატუნაშვილისა და ბაშარულის საკითხების ამოღება მოითხოვა

სუსი: IPRM-ის დღის წესრიგიდან დე ფაქტო ხელისუფლებამ ტატუნაშვილისა და ბაშარულის საკითხების ამოღება მოითხოვა

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისაა მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს.

მათ IPRM-ის დღის წესრიგიდან არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის საკითხების ამოღება მოითხოვეს. აღნიშნული საკითხების დღის წესრიგიდან მოხსნა და IPRM-ის ფორმატში ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის, რადგან სგავსი მთხოვნები ეწინააღმდეგება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ინტერპოლმა ტატუნაშვილის მკველობაში ბრალდებული გურწიევი და ტაბოევი ძებნილად გამოაცხადა

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

2 საათის წინ

დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ამოღებულია 201 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. "მანოკი", რომლითაც მოქალქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172