ლევან გორგაძემ მეოთხედ გაიმარჯვა (ვიდეო)

ლევან გორგაძემ მეოთხედ გაიმარჯვა (ვიდეო)

  • სპორტი
  • 14 სექტემბერი, 2018
  • 12:50
  • ადმინისტრატორი

ტოკიოში აკი ბაშოს მეექვსე დღეა.

ამ დროისთვის ექვსი შეხვედრიდან ექვსი გამარჯვება აქვთ აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ჰოკოტოფუჯის და ოძეკ ტაკაიასუს. ასევე დაუმარცხებლად იბრძვიან იოკუძუნები კაკარიუ, ჰაკუჰო და კისენოსატო, მაგრამ ისინი მეექვსედ დოჰიოზე ჯერ არ გამოსულან. გუშინ ტოჩინოშინთან შეხვედრაში გამარჯვებული სეკივაკე მიტაკეუმი დღეს ოძეკ გოიედოსთან დამარცხდა და მათ ორივეს ერთნაირი ბალანსი აქვთ - 5:1.

ტოჩინოშინის დღევანდელი მეტოქე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა, იაპონელი იკიოა (სიმაღლე 194სმ, წონა 173კგ). მათ შორის შეხვედრებში დღემდე ლევანს 9 გამარჯვება 4 მარცხის წინ ჰქონდა.

დღეს ლევანმა შეძლო გუშინდელი მარცხის შემდეგ მობილიზება და მეტოქე ცუკიოტოშის ილეთით დაამარცხა. ექვსი დღის თავზე ლევანს 4 თეთრი ბურთულა დაუგროვდა და დარჩენილ 9 შეხვედრაში მას 4 გამარჯვება ესაჭიროება ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად.

ხვალ ლევანის მეტოქე სეკივაკე, მონღოლი იჩინოჯო (სიმაღლე 193სმ, წონა 227კგ) იქნება. იჩინოჯომ დღეს კომოსუბ ტაკაკეიშოსთან შეხვედრაში მარცხი განიცადა და მას ექვსი დღის შემდეგ 2 თეთრი ბურთულა აქვს 4 შავის წილ. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ლევანის მხარესაა - 13:5.

დღესვე ჯურიო დივიზიონში მოასპარეზე გაგამარუმ გამარჯვება მოიპოვა. ექვსი დღის შემდეგ მას 2 თეთრი ბურთულა აქვს 4 შავის წილ.

მოამზადა რაულ კაპანაძემ.

ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველივე შეხვედრა წააგო

ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველივე შეხვედრა წააგო

1 საათის წინ

-90 კგ წონით კატეგორიაში, ბექა ღვინიაშვილმა, ყველასთვის მოულოდნელად, პირველივე დაპირისპირება წააგო და მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად დაემშვიდობა. ქართველი ფალავანი გერმანელ ედუარდ ტრიპელთან დამარცხდა. ამავე წონით კატეგორიაში იასპარეზებს...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172